ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოზატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„წინა დღეებთან შედარებით, გუშინ, ჩოხატაურში ინფიცირების მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამოკვეთილი მიზეზი არ არსებობს, ძირითადად ეს არის ოჯახური შემთხვევები“,_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
[sexy_author_bio]