საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე უარს უშვილობისა და მუტაციური ცვლილებების, ან სიკვდილის საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ამბობს.
ამ და მსგავსი თეორიების არსებობას სპეციალისტების განმარტებით, საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული დეფიციტი უწყობს ხელს.
ექიმი-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილის თქმით, არაერთი კვლევისა და წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და არსებული ცრუ თეორიები საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანია.
საქსტატის კვლევის თანახმად, აცრის წინააღმდეგთა 37.5% მიზეზად უშვილობას ან სიკვდილს ასახელებს.