50 და პლუს 1, სპეც ჯგუფის უბანი გაიხსნა დღეს დილით 54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის განმარტებით 51-ვე საუბნო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით განახორციელა დილის 7 საათისთვის უბნების გახსნა. ამ დროისთვის უბნებზე მისული 3567 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რომლებმაც ხმა მისცეს სასურველ პარტიას და კანდიდატებს. ეს საერთო ამომრჩეველთა 8 პროცენტია.
54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის განმარტებით, ამ დროისთვის სამ უბანზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევა, რაც კომისიის თავმჯდომარეებისგან აღმოფხვრილია.
[sexy_author_bio]