2 ოქტომბერს, 12 საათზე მივიდა მეხუთე საარჩევნო უბანზე,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე.
უბანზე ამ დროისთვის სამასამდე ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. კომისიის თავმჯდომარის, ირინა ვაშაკიძის განმარტებით ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია, სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.
,,ხმას ვაძლევ ქვეყნის სტაბილურობას და აღმშენებლობას”-,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა ,, ოცნების” კანდიდატმა.
ცვლილებებს და ქვეყნის აღმშენებლობას მისცა ხმა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, მამუკა ბიბილეიშვილმა დიდი ჯიხაიშის 25-ე საარჩევნო უბანზე.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სალომე ჩიქოვანმა აღნიშნა ,, გურია ნიუსთან” საუბარში, 25-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩეველი მოტივირებული და მობილიზებულია.
დღის პირველ ნახევარში აქ საერთო ამომრჩევლის 25 პროცენტმა გამოხატა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია.
[sexy_author_bio]