ჩოხატაურის #62-ე საარცევნო ოლქში ცოტა ხნის წინ შევიდა #26 ფარცხმის საარჩევნო უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ფარცხმაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან 223 ხმით ბიძინა ცინცაძე ლიდერობს. მას 79 ხმით ჩამორჩება ვალერიან (ატო) ჩხიკვაძე, რაც შეეხება დიმიტრი კორიფაძეს, მას 33-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
მერობის კანდიდატებიდან ფარცხმაში “ლელოს” წარდგენილ მალხზ ჩხიკვაძეს ხმა მისცა 46-მა ამომრჩეველმა, “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა ნონა სიხარულიძემ დააგროვა 52 ხმა, პარტია “საქართველოსთვის პაატა ბერიშვილმა _ 93, ქართული ოცნების კანდიდატმა კი _ 222.
პარტიული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნაცმოძრაობა 63 ხმა, ლელო _ 6, “თავისუფლება” _ 90 “ოცნება” 198.