ავსტრალიის სასამართლოს გადაწვეტილებით, ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან, _ ამის შესახებ ინფორმაცის reuters ავრცელებს.
მოსამრთლე ენტონი კელიმ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმები არაგონივრული იყო და ნოვაკ ჯოკოვიჩს პასპორტი და სხვა პირადი დოკუმენტები უნდა დაუბრუნონ.
როგორც გამოცემა წერს, მოსამართლე ენტონი კელიმ გააკრიტიკა, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩის მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვა და აღნიშნა, რომ როგორც დაკითხვა, ასევე ვიზის გაუქმება არაგონივრული ნაბიჯი იყო.
reuters ინფორმაციით, ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.
ცნობისთვის, 4 იანვარს, ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება“ მიანიჭა.
[sexy_author_bio]