83 წლის ასაკში სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია 1963 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი სპეციალობით ფიზიკური კულტურა და სპორტი 1977 წელს.
ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკში”; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987წწ. თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1996წწ. საქართველოს სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1996-1998წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი, ერთი მონოგრაფია. დოცენტი.