https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეზიდენტისადმი მოწოდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებაზე ვეტოს დადების თაობაზე

14:09; 13.01.2022
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს პრეზიდენტს ვეტო დაადოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებებს, რომელიც ისეთ სენსიტიურ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიცაა:
მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება;
დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმება;
მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახლებური მოწესრიგება.

“ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან – ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად. ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია.

ინიცირების ეტაპზე, კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო აქტორებმა, აგრეთვე თავად მოსამართლეთა ნაწილმა.[4] მსგავსი ცვლილებების მიღება შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი საყოველთაო და საჯარო ფორმატში განხილვის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლო სისტემისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მეტი ინკლუზიურობითა და ღიაობით უნდა ხასიათდებოდეს.

ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მივლინება ურჩ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მექანიზმად გამოიყენებოდა.[5] შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიების გაუარესებით მოქმედი ხელისუფლება მოსამართლეთა სამართავად იმავე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც სულ რამდენიმე წლის წინ თავადვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება 4 წლამდე. ამავდროულად, შესაძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიავლინონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. გარდა ამისა, უქმდება ტერიტორიულობის პრინციპი (რომლის თანახმადაც, კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის არანებაყოფლობითი მივლინება ხდებოდა ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მყოფი სხვა სასამართლოდან) და მისავლინებელი მოსამართლის წილისყრით შერჩევის მექანიზმი. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მივლინების საფუძვლები ფართოვდება და მოსამართლის ნებართვის გარეშე (ფაქტობრივად, იძულებით) მისი სხვა სასამართლოში მივლენა შესაძლებელი ხდება ისეთი ზოგადი მოტივით, როგორიცაა მართლმსაჯულების ინტერესი.

ერთ-ერთ სხვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩამონათვალთა შორის, რომელიც ცვლილებებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციის რისკებს ამცირებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა გახლდათ. თუმცა, განსახილველი ცვლილებებით ეს აკრძალვაც გაუქმდა. იმ პირობებში, როდესაც კრიტიკის მთავარი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაა, ასეთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობის ერთი და იმავე პირების მიერ განგრძობადად დაკავების დაშვება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ნდობის გასაზრდელად და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსზე ორიენტირებული წესის აუცილებლობასა და არა-მოსამართლე წევრების ჩართულობის გაძლიერებაზე. შესაბამისად, დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის 2/3 უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირება, ცალსახად წინააღმდეგობაშია ამ სულისკვეთებასთან და  საბჭოში არა-მოსამართლე წევრთა ყოფნას კიდევ უფრო ნაკლებ შედეგიანს ხდის. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არა-მოსამართლე წევრის აურჩევლობის პირობებში, მოსამართლის დისციპლინირებისათვის ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერის საჭიროება დგას, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად შეიძლება ართულებდეს. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი ამ დრომდე უარს აცხადებს საბჭოში არა-მოსამართლე წევრების დანიშვნაზე, რისი მიზეზიც ისაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი საპარლამენტო მანდატები ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპარტიულად მისაღებად და აუცილებლად ესაჭიროება ოპოზიციური მხარდაჭერა. ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა დანიშნოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე პროფესიონალები, ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის შედეგადაც საბჭოს უბრალო უმრავლესობით შეეძლება მოსამართლეთა დისციპლინირება, ცდილობს სასამართლოს სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფისათვის შექმნილი დისკომფორტის მოხსნას.

ცალკე კრიტიკის საგანია ის, რომ კანონპროექტის ინიცირების პროცესი იმთავითვე გამოირჩეოდა დახურულობით და პარლამენტში მისი განხილვაც არასათანადო ჩართულობით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მინიმალურადაც კი არ ყოფილან ჩართულნი დარგის ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მოსამართლეები. აგრეთვე, კანონპროექტი აბსოლუტურად გაუმართლებლად, დასაბუთების გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა საკანონმდებლო ორგანომ, რა დროსაც უკიდურესად შეზღუდული იყო საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკომიტეტო მოსმენებზე მიეცათ მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, პროცესი არ იყო თანამშრომლობითი და კანონპროექტის განხილვაში საზოგადოება მხოლოდ ფასადურად იყო ჩართული. განხილვებმა ნათლად წარმოაჩინა მმართველი გუნდის მიერ კრიტიკული აზრის მიუღებლობა და ის, რომ არც ერთ პრინციპულ საკითხზე თუ დასმულ შეკითხვაზე, კანონპროექტის ინიციატორებს სიღრმისეული მსჯელობის არავითარი რესურსი და სურვილი არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს”,_ ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11 სექტემბერი, 2026

"მაგთის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება- აქციაზე გურიიდანაც წავიდნენ

გურიაში ისევ გათოვდა

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო