ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გუშინ ღამით მსუბუქი ავტომობილი ბეტონს შეეჯახა.
როგორც “გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, გარდაცვლილი სოფელ ზუმის მკვიდრია.
“მთელი სოფელი გლოვობს. გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა”,_გვეუბნება წყარო.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან”ადასტურებს სოფლის რწუნებული, ბაკურ ქომეთიანიც.
ავტორი: მიხეილ ძიძიგური