მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილისა და მწერალ ნინო ხარატიშვილის ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა.
ესენის თეატრმა ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” დადგა. სპექტაკლში გერმანელ მსახიობებთან ერთად ქართველი რეზო ჩხიკვიშვილი მონაწილეობს. წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა.
ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის მიმართ ინტერესი წლებია არ ცხრება. ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თემებზე დაწერილ რომანს ბრილკასა და მისი დიდი ოჯახის წევრებზე ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს.
სპექტაკლი მწერალს ჯერ არ უნახავს, თუმცა პირობა დადო, რომ წარმოდგენას აუცილებლად დაესწრება.
წყარო: artinfo.ge