უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები. ინფორმაციას BBC კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა არ უჭერს მხარს ტერიტორიული მთლიანობის დათმობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაახანგრძლივებს ომს და უკრაინის დამოუკიდებლობის საფრთხეებს გაზრდის.
გამოკითხული 2000 ადამიანიდან მხოლოდ 10%-მა მიიჩნია, რომ უკრაინისთვის მისაღებია ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო 8%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ გადაუწყვეტია.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% ეწინააღმდეგებოდა მიწის ნებისმიერ დათმობას.
ცნობისთვის, უკრაინის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მოსკოვს ტერიტორიებს არ დაუთმობს.