საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთის მიერ იზიუმში ჩადენილ სისასტიკეს.
“უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა!“ – წერს პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, 15 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.