ჩოხატაურში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარდგენილი იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
“გურია ნიუსს” სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თეა უჯმაჯურიძემ განუცხადა, რომ 12 საათისთვის არსებული მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 50-მა მოქალაქემ მიიღო.
“დაბაში რეგისტრირებულია 1707 ამომრჩეველი, მათგან 64 მოსწავლეა. ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 50-მა ამომრჩეველმა”,_ ამბონს უჯმაჯურიძე.
ინფორმაციისთვის, დაბა ჩოხატაურის მაცხოვრებლებმა არჩევანი 14 იდეას შორის უნდა გააკეთონ. ბიუჯეტი 50 000 ლარით არის განსაზღვრული და მათ მიერ არჩეული იდეა, ან იდეები 2023 წლის ბიუჯეტიდან გახორციელდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაბის მაცხოვრებლებს 14 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
ავტორი