ბუტერბროდის დამზადების ტექნოლოგია, არც მეტი, არც ნაკლები, კოპერნიკმა მოიფიქრა.
ბუტერბროდს მილიონობით ადამიანი მიირთმევს, თუმცა მისი ისტორია მხოლოდ ერთეულებმა იციან. ვის მოუვიდა თავში პირველად აზრად, რომ პურზე კარაქი წაესვა? სწორედ იმ მომენტში, როცა ეს მოხდა, დაიბადა ბუტერბროდი.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ნიკოლაი კოპერნიკმა, სწორედ იმან, ვინც დაამტკიცა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. 1520 წელს, აპრილში, როცა კოპერნიკი ჯერ კიდევ არ იყო მედიცინით გატაცებული და მხოლოდ სწავლობდა, მისი ბიძა – ეპისკოპოსის რეკომენდაციით ოლშტინიის ციხე–კოშკის კომენდანტად დანიშნეს.
დაიწყო ციხე–კოშკის ალყა ტევტონის რაინდთა ორდენის მიერ. მალე ციხის დამცველთა შორის ეპიდემიამ იფეთქა. უცნობი დაავადება მეციხოვნეებს მტერზე უარესად უტევდა.
კოპერნიკმა გადაწყვიტა, რომ მათ ვიტამინები აკლდათ და მხოლოდ პური, არ იყო კარგი საკვები. გარდა ამისა, პური ხშირად უვარდებოდათ მიწაზე. იღებდნენ და ისევე ჭუჭყიანს ჭამდნენ. კოპერნიკის ვარაუდით, ესეც იყო დაავადების მიზეზი.
მაშინ გადაწყვიტა, ჭუჭყი და მტვერი თვალხილული გაეხადა და პურს თხლად გადაუსვა კარაქი. ეს იყო კლასიკური ბუტერბროდი, რომლის სახელწოდებადაც, რატომღაც, გერმანული სიტყვები გამოიყენეს. ახალი საკვების გემო ძალიან ბევრს მოეწონა და მალე უზომოდ პოპულარული გახდა.