“ლელოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია, “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარებული არჩევნების შეფასებისას, ჩვენთან საუბრის დროს, ამბობს, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ქარიზმის გამო აირჩიეს, მაგრამ ის არ არის ისეთი წონადი ფიგურა, როგორიც პარტიას სჭირდება.
“პირველ რიგში, უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერ პარტიაში რაღაც ცვლილება ყოველთვის საჭიროა, მაგრამ უშუალოდ ამ შემთხვევაში, საკმაოდ ბინძური თამაშები იყო. თვითონ პროცესი წარიმართა რთულ ვითარებაში. ორივე მხარემ გამოავლინა ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა. ამან პროცესს გარკვეული დაღი დაასვა.
რაც შეეხება ხაბეიშვილს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან და ელექტორატი, სწორედ მისი ამომრჩეველია და აქედან გამომდინარე, მიმაჩინა რომ აქცენტი გაკეთდა ქარიზმატიკაზე, რაც თითქოს ამ ეტაპზე სჭირდება პარტიას რომ გამოაცოცხლოს სრული სიტუაცია და ამ მხრივ შეირჩა ფიგურა, რომელიც წონადი არ არის, მაგრამ ქუჩის ქარიზმატიკას ერგება. თუმცა რა ძალებიც მის უკან არის, გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ის არ იქნება წონადი ფიგურა, რომელიც სჭირდება ამ პარტიას”,_ ამბობს გოჩა ჯანაშია.
ავტორი