სოფელ რუსთავში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 48 წლის კაცი დაავადდა, – ინფორმაციას რეგიონული მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მისი მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 8 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.