ჩოხატაურში, სოფელ გუთურში არსებული პრობლემების შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა. იქ ამჟამადაც გზის მოწესრიგებას ითხოვენ.
“უბრალოდ მაინც ამოავსონ ეს საშინელი ორმოები გუთური- ქვემო ერკეთის გზაზე. რა გახდა ამ 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია ამდენი წლის მანძილზე”,_ ამბობენ ისინი.
გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში, ჯგუფ “ჩოხატაურშიც” გავრცელდა.
იგეგმება თუ არა გუთური-ქვემო ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – ამის გასარკვევად ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ.
“გუთური -ქვემო ერკეთის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის პროექტი მზად გვაქვს. ველოდებით დაფინანსებას და დიდი ალბათობით, მალე დავიწყებთ”,_ გვპასუხობს შარაშიძე.
ავტორი