“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. ბავშვი თბილისშია გადაყვანილი და დღეს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებული პირი ეუბნება, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში.