“გურია ნიუსის” მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების მცხოვრებ თემო ჭიღლაძის ექვსსულიანი ოჯახის სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოების რეაგირება მოჰყვა.
ცნობისთვის, თემო ჭიღლაძემ „გურია ნიუსს“ გუშინ ვიდეო გამოუგზავნა, სადაც კარგად ჩანს სტიქიის შედეგად როგორ განადგურდა მისი საცოხვრებელი სახლი.
დღეს „გურია ნიუსითვის“ გახდა ცნობილი, რომ ჭიღლაძეს არაერთი ადამიანი დაუკავშირდა დახმარების მიზნით, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდანაც.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აღნიშნულ პირს გადაეცა პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები. სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოში” კი მას გადასცეს საჭირო წამლები.
საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით ასევე ოზურგეთელი გიორგი გორდელაძე დაეხმარება, რომელმაც გუშინ სტიქიისგან დაზარალებულისთვის აქცია წამოიწყო.
ცნობისთვის, სტიქიის დროს ჭიღლაძის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
ავტორი