საქართველოს განათლების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს…
გუშინ განათლების სამინისტროს ერთი გადაწყვეტილების პასუხად ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის (აწ უკვე ყოფილი) დირექტორი Tariel Kalandadze წერს: „ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებაში, გავთავისუფლდე მძიმე რუტინისაგან, გულწრფელი მადლობა…“
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო ვუწოდეთ…რადგან დღეს, დემოკრატიის პირობებში, წაგვართვეს არჩევანის უფლება, ორი კანდიდატიდან ერთი დაგვესახელებინა… გვაქვს საშინელი პროტესტის განცდა და იცით, რატომ? ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა “მასპინძლობდნენ“
… ჩვენ გვყავდა საგანმანათლებლო ლიდერი, სკოლის დიდებული მცოდნე, შესანიშნავი აღმზრდელი და ღირსეული კოლეგა… ადამიანი, რომელიც მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმკიდა.. და განა მხოლოდ ჩვენგან, მისი კოლეგებისა და მეგობრებისაგან?! მშობლებისა და მოსწავლებლებისაგან?! ყველასგან, ვინც იცნობდა ამ უანგარო და კეთილშობილ ადამიანს…
ამ მოსაზრების დასტურად გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სოციალურ ქსელში ბატონი ტარიელის განცხადების კომენტარებიდან: ‘’საუკეთესო,სამაგალითო დირექტორი,თუ ვინმეს ქვეყნის წინსვლა უნდა, თქვენნაირებს უნდა ეძებდეს დირექტორად’’….
’’ვერ წარმომიდგენია მეოთხე სკოლა უთქვენოდ …
‘’მოულოდნელი და გულსატკენი ამბავი თითოეული ჩვენგანისთვის.’..
„ტარიელ, ნეტავ რატომ აღარ მიკვირს?????!!!!! შენ შენი უკვე დაამტკიცე, მეგობარო, და არც აღარაფერი გაქვს ვინმესთვის დასამტკიცებელი! შენ შენი ნიშა შექმენი და ამას ვერავინ , ვერაფერი შეცვლის! ‘’ეს წლები, თქვენი წარმატებებით გავლილი, ყველასათვის საამაყოა.’’ ‘’გვიყვარხართ ‘’„რთული იქნება უთქვენოდ …საუკეთესო დირექტორი, ნამდვილი ინტელიგენტი… სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, ვინც ეს მიიღო.’’ ,თქვენზე უკეთესი პროფესიონალი და ადამიანი მე არცერთ საქმეში მეგულება. ,, თქვენ ხართ, იყავით და იქნებით მუდამ ჩვენი სკოლის სახე და სიძლიერე. ძალიან ვწუხვარ, რომ მომავალ თაობებს ისე ძლიერ ვეღარ გაუმართლებთ, როგორც მე და სხვა მეოთხესკოლელებს. თქვენ გამო მიხაროდა სკოლაში მოსვლა და თქვენი დამსახურებითა და იმედით არცერთი გამოწვევის მეშინოდა. ყველაზე პასუხისმგებლიანი, ორიგინალური, სამაგალითო, უმაგალითო და საამაყო ხართ, მიყვარხართ უკიდეგანოდ” … ‘’გაოგნებული ვარ…თქვენს გარეშე ეს სკოლა ვერ წარმომიდგენია, ბატონო ტარიელ.სიტყვები არ მყოფნის.თქვენ ხართ საუკეთესო საუკეთესოთა შორის .ადამიანობის უდიდესი მაგალითი,’’ ‘’ ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ, ძალიან გულიანო, უანგარო, კეთილსინდისიერო, ერთგულო, ჩემი ცხოვრების მასწავლებელო…’’ ‘’ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილების არსს.. უმაგრესი დირექტორი, მეგობარი.,მე-4 საჯარო სკოლის ამღორძორძინებელი“, „საუკეთესო , იშვიათი ღირებულებებით და თვისებებით შემკული ადამიანი , დირექტორი, მეგობარი, საქმის ერთგული , შრომისმოყვარე….ჩემი გულწრფელი პატივისცემა და ერთგულება თქვენ. წარმატებები ყველა სამომავლო საქმეში…’’ „სამაგალითო, ნიჭიერი ,გულისხმიერი, კეთილი… სკოლის აღმშენებელი…““ მრავალი კეთილი წვლილის შემტანი …მადლობა, ბატონო ტარიელ ,უამრავი მადლობა თქვენ…“ „ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო ტარიელ! საუკეთესო ადამიანი , საუკეთესო დირექტორი! ეს დიდი უსამართლობაა. დასანანია, რომ ასე უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სკოლის , პედაგოგთა , მოსწავლეთა ქომაგი დირექტორი. ბატონო ტარიელ, ვამაყობ, რომ ჩემი შვილების სკოლის საუკეთესო დირექტორი ხართ…“
ვფიქრობთ, ეს არგუმენტები საკმარისია იმის დასტურად, რომ განვაცხადოთ: ასეთ ადამიანებს სამინისტრო ვერ ხედავს…
ჩვენ ვხედავთ , ამიტომაც გვიყვარხართ და ვართ თქვენ გვერდით, ჩვენო დირექტორო…
ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგები… წერია განათლების მინისტრის სახელზე გამოქვეყნებულ გზავნილში.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში, ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აქცია იმართება. შეკრებილები სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.