ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტის მიმართ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები. მათ არ ადარდებთ დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. მათი დარდი წმინდად პოლიტიკურია, გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან პრეზიდენტზე.
არანაირი ფაქტობრივი, სამართლებრივი არგუმენტები არაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში იყოს უუნარო და მთავრობის ნებართვის მძევალი. რომც დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა, ეს ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში.
პრეზიდენტის პასიურობა, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება და იქნებოდა სახელმწიფოსა და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსისთვის.
პრეზიდენტს მოეთხოვება ასრულებდეს ჩვენი წარმომადგენლის როლს და აკეთებდეს ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტს არ უნდა ვასამართლებდეთ იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა
პრეზიდენტის წარმომადგენლები: მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. _ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.