თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფინანსური ვალდებულებების გამო მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბაზირგან მაჰმუდოვმა ჯევიდ მამაედოვი, კუთვნილი ვალის დაგვიანების გამო, ცივი იარაღით დაჭრა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
მხარეებს შორის კონფლიქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილის სუფრასთან დაიწყო. სისხლიანი დაპირისპირება კი უშუალოდ წვეულების მიმდებარე ქუჩაზე გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა კაცს თავს 6 ადამიანი დასხა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს თანასოფლელის 150 000 ლარი მართებდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.