ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანია.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ციფრულ პროგრამებთან, რომლებიც მელოდიას ნებისმიერი სისწრაფით უკრავენ, ახლოს ვერ მივა, მაგრამ მას შეუძლია 1 წამში 15 ნოტის აღება.
ბენის თქმით ამ შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. 5 წლიდან ვიოლინოზე უკრავს, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას მაინც არ აპირებს.
მას არნახული პოპულარობა მოუტანა ტელეარხი „Discovery“ -ზე გასულმა გადაცემამ „Superhuman Showdown“, სადაც იგი სხვა მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა სახის ცდებში ღებულობდა მონაწილეობას.
ამ ცდების წყალობით ასი ადამიანიდან სწორედ ის შეარჩიეს, როგორც პლანეტის ყველაზე სწრაფი ადამიანი.
ამ დრომდე მისი კონკურენტები იყვნენ ავტომრბოლელი ფრედ იოჰანსონი, რომელიც ნავიგაციის გარეშე მანქანას 170კმ/სთ-ით ატარებდა და ჯერი მიკულეკი. ეს უკანასკნელი 8 ტყვიას 4 სამიზნეს 1.06 წამში არტყამდა.
ავტორი