https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სად დარჩეს დღეს სტუმარი ბახმაროში? პლატონ სამანიშვილივით ვირტყათ გულზე ხელები?”

11:12; 28.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბახმაროში “ორბი ჯგუფის” დაგეგმილი მშენებლობის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მშენებლობა საფრთხისშემცველია კურორტისთვის და მშენებლობის გასაუქმებლად ხელმოწერებს აგროვებს, ურბანული განვითარების ინსტიტუტს კი მიაჩნია, რომ ბახმარო მრავალბინიან განაშენიანებას ვერ გაუძლებს.

აქვს თუ არა კომპანიას შესაბამისი ნებართვები ბახმაროში მაქსიმუმ 12 მეტრიანი სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად და ჩატარებულია თუ არა გეოლოგიური კვლევა _ ამის შესახებ “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 27 თებერვალს ისაუბრა

ირაკლი კვერღელიძემ საზოგადოებას ფრანგული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ბრძანებაც წარუდგინა.

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გარკვეულ წრეებში ამ საკითხის პოლიტიზირებასაც ცდილობენ. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ გასაგებია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამ საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს აფიქსირებენ. ალბათ, ყველას გვალაპარაკებს ბახმაროს ხვალინდელი ბედი, რაზეც ყველას საკუთარი მოსაზრება გვაქვს.

ვერ ვიქნები თავდაცვის რეჟიმში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის პროექტი, რომელიც კარს გაუხსნის ბახმაროს განვითარებას”,_ თქვა კვერღელიძემ და აღნიშნა, რომ პროექტის მოსამზადებლად შვიდი კომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.

“ყველა კომპანია ჩამოვიყვანეთ ბახმაროში, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო ის ავთენტური სივრცე, რომელიც ბახმაროს გააჩნია. შვიდივე კომპანიის მიდგომა და კონცეფცია იყო ერთგვაროვანი. თუ ჩვენ გვინდა რომ ნაკლებად შევეხოთ ლანდშაფტს, მაშინ უნდა გახორციელდეს ცენტრალიზებული სერვისების მქონე კომპლექსი, იმ პარამეტრებით, რომელიც გენგეგმით არის გათვალისწინებული. ამ შვიდი კომპანიიდან კი შევარჩიეთ WilkinsonEyre”,,_ განაცხადა კვერღელიძემ და საუბრის დასასრულს, სამშენებლო ნებართვის შესახებ განაცხადა: “ხელთ მიჭირავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული ბრძანება და სანებართვო მოწმობა“.

ბახმაროში “ორბი ჯგუფის” მიერ სასტუმრო კომპლექსის პროექტის შესახებ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა სემ ვრაითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება ლამაზია, მაგრამ დაზიანებული.

“ამ ტერიტორიაზე აშკარად თვალშისაცემია ულამაზესი ბუნება, თუმცა, პარალელურად, თვალშისაცემია ისიც, რომ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის დაზიანებული. რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებია კონტროლი. არის შენობები, რომელიც 50 წელზე მეტ ხნისაა. ასევე, როცა ავტომობილით გადაადგილდები, თვალშისაცემია ისიც, რომ არ არსებობს სათანადო დრენაჟი და საკანალიზაციო სისტემა.

ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა ადგილობრივი ლანდშაფტი და ეკოსისტემა. გვინდა, რომ მშენებლობით ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. შევინარჩუნოთ ადგილობრივი მრავალფეროვნება, ეკოლოგია და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურა, რომ მოხდეს თანამედროვე დიზაინის არქიტექტურის არსებულ ლანშაფტთან შერწყმა”,_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვრაითმა.

“ორბი ჯგუფში” ამბობენ, რომ ბახმარო, რომელსაც უკვე 100 წელია კურორტის სტატუსი აქვს, ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტსა და ქვეყნის კეთილდღეობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ვერ ასრულებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც ბახმაროს განვითარების სახელმწიფო გეგმის მიხედვით, ახალი ინვესტიციის პარალელურად მოხდება.

კვერღელიძის თქმით, დღესდღეობით ბიზნესურად არ არის გამართული აუთვისებელ კურორტზე თანხის შეტანა. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სიყვარული გაკავშირებს. ბახმარო ერთადერთი გადამრჩენი და ძირითადი იმედია ჩოხატაურის და რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. მოხდება კადრების გადამზადება დასასაქმებლად და დავაბრუნებთ ხალხს იმ სახლებში, რომლებიც დღეს ცარიელია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კვერღელიძე გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს.

კვერღელიძის განმარტებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს, რადგან გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პროექტი ცდება 10 ჰა-ს.

“ორ წელზე მეტია ამ პროექტზე ვმუშაობთ. ყველა კვლევა, რომელიც კომპანიამ განახორციელა, არის კანონთან შესაბამისობაში”, _ თქვა კვერღელიძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან წინააღმდეგობაშია, კვერღელიძე პასუხობს:

“ბევრ მსგავს კურორტზე რომ შენდება და აშენებულია მსგავსი შენობები, ამით გაეროს მდგრადობა დავანგრიეთ? გამოდის, რომ თუ ეს მდგრადობა არსებობს, შენობა ნაგებობა აღარ უნდა აშენდეს კურორტზე?”

შეკითხვაზე, იყო თუ არა პროექტის მზადების პროცესში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, კვერღელიძე ამბობს, რომ შეხვედრები ჩოხატაურშიც და ბახმაროშიც ზაფხულში გაიმართა.

“გურია ნიუსმა” “ორბი ჯგუფის” გენერალურ დირექტორ ირაკლი კვერღელიძესთან სცადა გადაემოწმებინა სხვადასხვა ინფორმაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

_ ბატონო ირაკლი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარმოდგენილი პროექტი და შენობა ერთმანეთს არ შეესაბამება…

_ არ არის სწორი ინფორმაცია. როცა რენდერინგი კეთდება, შეიძლება ვერ აისახოს იდენტურად პროექტის პარამეტრები. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილზე ნებართვა გაცემულია, არსებობს შეთანხმების და განაშენიანების დამტკიცების დოკუმენტაცია. გრძელდება მეორე ფაზა და რადგან ასეთი ინტერესი გამოიწვია ბახმაროში ამ პროექტმა, მზად ვართ ყველას გავაცნოთ, თუ რა სარგებელი მოაქვს მას კურორტისთვის, ქვეყნისთვის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით.  

_ ბატონო ირაკლი, სასტუმრო კომპლექსი 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს. მშენებლობის პროცესში ხეები ხომ არ მოიჭრება?

_ სამწუხაროდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება, რომ თითქოს კომპანია იქ ხეებს ჭრის. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ეს არის უკვე გაშენებული ტერიტორია. სასტუმრო კომპლექსი შენდება ყოფილი ბანაკების ტერიტორიაზე, სადაც არც ერთი ძირი ხე არ დგას.

_ შეიძლება თუ არა საფრთხე შეიქმნას სასტუმროს აშენების შედეგად თავად კურორტს?

_ არანაირი საფრთხე ამ პროექტის განხორციელებით არ შეიქმნება. სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც ვაფასებთ რა კეთდება ბახმაროში? პირველი საკითხი _ ვარღვევთ გენგეგმას, რომელიც ბახმაროში არსებობს? არ ვარღვევთ. მეორე საკითხი _ არ გვაქვს გეოლოგიური კვლევა? წარმოვადგინეთ გეოლოგიური კვლევა. მესამე საკითხი _ შენობა–ნაგებობა მდებარეობს ზვავსაშიშ ზონაში და არ აქვს შესაბამისი კვლევები? პასუხი: შენობა–ნაგებობა არ მდებარეობს ზვავსაშიშ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ზვავსაშიში, ფრანგული კომპანიის მიერ მაინც ჩატარებულია კვლევა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტებით, შესაძლებელია შენობის აშენება და არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ზონაში სააგარაკე შენობები აქვთ უკვე წლებია, ამ დრომდე არანაირი ზიანი არ მიყენებიათ თოვლ-ზვავისგან.

_ როდესაც მაგალითები მოგყავთ სხვადასხვა კურორტებთან მიმართებაში, რამდენად შესაბამისობაშია იმ კურორტების ლანდშაფტი ბახმაროსთან?

_ ინფორმაციები ბევრი სხვადასხვა კუთხით ვრცელდება. მაგალითად, რომ თითქოს 1960-70-იანი წლების შენობებია და ასე კურორტის განვითარებას შემდეგ უკვე შეცდომად თვლიდნენ, რომ მეტი ახალი შენობა არც დავოსში და არც სხვა სამთო კურორტზე არ აშენებულა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს არც ერთი კურორტი, რა ინტენსივობის და რა განვითარებისაც არ უნდა იყოს ის, ვთქვათ, დაბალი განაშენიანების თუ მაღალის და ა.შ., რომ ერთი მიზიდულობის ცენტრი არ ჰქონდეს. ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ავთენტურ განვითარებაზე ლაპარაკობენ. რა არის კოტეჯი? 50-70 კვადრატული მეტრის შენობა, რომელიც, დაახლეობით, 2 სართულზე და მანსარდზე ვითარდება. ვინმე ამიხსნის, როგორ შეიძლება ჩავატიოთ 60 კვადრატულ მეტრში რესტორანი, სპა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინოთეატრი, როგორ შეიძლება მოვახდინოთ იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის ერთობლიობის შექმნა, რომელიც კურორტს სჭირდება?! მე ვფიქრობ რომ კოტეჯური განვითარება რჩება ბახმაროს განვითარების თემად, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გამორიცხავს იმას, რომ კურორტს ჰქონდეს მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ვერ შეცვლის ვერც კურორტის ავთენტურობას და ვერც ისტორიას. ყველა კურორტის, რომელიც თავის დროზე ევროპაში განვითარდა, აქვს თავის განვითარების ისტორია, თუმცა, ყველა კურორტს აქვს ერთი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც სჭირდება სერვისების მისაწოდებლად.

პროექტის მზადების პროცესის საჯაროობის შესახებ დასმულ კითხვაზე ირაკლი კვერღელიძე გვპასუხობს:

_ როდესაც შევიტანეთ განაცხადი დეტალური განაშენიანების შესახებ, პროექტი საჯარო განხილვისთვის აიტვირთა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. საჯაროობა დაცული იყო და ყველას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება წარმოედგინა, თუმცა, არანაირი მოსაზრება ამ პროექტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. ჩვენ არ ვგეგმავთ პროექტში ცვლილების შეტანას, რადგან ვერ ვხედავთ ამის პირდაპირ საფუძველს, არგუმენტს. შეცვლას ხომ რამე პირობა უნდა ჰქონდეს?

_ როგორ ფიქრობთ, კომპლექსის აშენება გამოიწვევს ბახმაროში დასვენების ღირებულების შეცვლას?

_ ეს უდაოა. ბახმაროს მკვიდრი მოსახლეობის და არა მარტო მათი, მიმდებარე სოფლების მცხოვრებელების სოციალური და ფინანსური მდგომარეობა შემოსავლების კუთხით შეიცვლება. ეს ლოგიკური და ავტომატური პროცესია. ქალაქისკენ ადამიანები რატომ მიისწრაფიან? იმიტომ რომ უფრო მეტი მომხმარებლების ერთობლიობაა და უფრო მეტი სამუშაო ადგილია საჭირო. ანალოგიური ეფექტია აქაც. დღეს, როცა ევროპაში თოვლის შიმშილია, ბახმაროში კი, სადაც უნიკალური სიტუაციაა, მხოლოდ 120-მდე ტურისტია.  ეს ნორმალური და კარგია? არ გვაქვს სურვილი, რომ 120 კი არა, 5 000 ტურისტი იყოს? ის ჯობს, რაც დღეს არის? როგორ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბახმაროს დანგრევა? რთულია ბახმაროში სტუმრის მიყვანაც… ღამით სად დავტოვო? რომელ რესტორანში მივიყვანო? დღესდღეობით ბახმაროში უმეტესად საზაფხულო აგარაკებია და თუ ბახმარო 4-სეზონიან ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა, მოსახლეობასაც გაუჩნდება სურვილი, მოდერნიზება გაუკეთონ თავიანთ კოტეჯებს.

_ ის კოტეჯები, რაც დღეისთვის ბახმაროშია, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს?

_ძალიან მარტივად გეტყვით. ბახმაროში სულ 2500 კოტეჯია და აქედან მხოლოდ 5% აკმაყოფილებს მინიმალურ პირობებს, მაგრამ სასტუმროს სტანდარტის პირობებს ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს. თუ ჩვენ გვინდა,  პლატონ სამანიშვილივით ვირტყათ გულზე ხელები და არაფერი არ გამოგვდიოდეს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მინდა, რომ ასე იყოს.

როგორც ამ დროისთვის ცნობილია, „ორბის პროექტი“ ორ ფაზად არის გაყოფილი. ამ ეტაპზე პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც მოიცავს ჯამურად 4 ჰექტარ ტერიტორიას.

რაც შეეხება მეორე ფაზის პროცედურას, ამაზე გაიმართება საჯარო განხილვები. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება, ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 ჰა-დან შენობა-ნაგებობები მხოლოდ მის მერვედ ნაწილზე აშენდება.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ბახმაროირაკლი კვერღელიძე
გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10 დეკემბერი, 2025

სად მიდის გურიის ნაგავი და არის თუ არა ოცდამეერთე საუკუნეში პრივილეგია ნაგვის ყუთის დადგმა?!

Apple-მა გაუქმა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო