სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე აბონენტის პერსონალურ მონაცემებს.
„[დაკავებული] არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
23 წლის კაცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.