https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შსს ჟურნალისტებს აქციების გაშუქებისას წართმეულ ტექნიკას არ უბრუნებს

17:22; 14.12.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ს ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, მიმდინარე აქციების გაშუქებისას შსს-ს ძალებმა მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს ტექნიკაც.

ერთ-ერთი მედიაგამოცემა, რომლის ჟურნალისტებაც შსს-ს ძალებმა აპარატურა წაართვეს „პუბლიკაა“.

30 ნოემბერს სპეცრაზმმა ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაარტყა და ტელეფონი წაართვა. როგორც მსხალაძე მაშინ ჰყვებოდა, მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა.

წინა ღამით, 29 ნოემბერს 2 კამერა თავისი ლინზებით წაართვეს ალექსანდრე ქეშელაშვილსაც. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და სცემეს.

„პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის განცხადებით, ის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და სთხოვა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნებდნენ წართმეულ ნივთებს.

„მათ მითხრეს, რომ გაარკვევდნენ და მას შემდეგ არკვევენ, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ ეს ნივთები რაიმე სამართლებრივი პროცედურით კი არ არის ამოღებული, როგორც დაკავების დროს ხდება ხოლმე. ლექსო [ქეშელაშვილი] ხომ დააკავეს, ნივთები კი არ ამოიღეს და ოქმი კი არ შეადგინეს, არამედ წაართვეს, გაძარცვეს.

ასევე, მოგვპარეს ტელეფონი ოღონდ ყაჩაღებმა და შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი გზა იმისა, რომ ეს ნივთები დავიბრუნოთ, არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ეს ქურდები, ვინც წაგვართვა, გამოვავლინოთ“.

ვარდიაშვილის თქმით, გამოცემას ტექნიკის დაბრუნების მოლოდინი არ აქვს, რაც მათთვის დიდი დანაკლისია.

„სულ ოთხი პროფესიონალური კამერა გვქონდა და აქედან 2 წაგვართვეს. გაგვინახევრეს რესურსი. ეს ჩვენნაირი პატარა გამოცემისთვის დიდი დარტყმაა, რადგან როდესაც სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს და გვჭირდება სხვადასხვა ჟურნალისტის გაგზავნა, რესურსი შეგვიმცირდა და იძულებულები ვართ, რომ ტელეფონით გადაღებაზე გადავიდეთ, რაც იგივე ხარისხს არ იძლევა“.

3 დეკემბერს სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტსაც. როგორც ნინო რამიშვილი ჰყვება, ის აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმი მიუახლოვდა. რამიშვილს ეკეთა პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეიჯი და მათ სიტყვიერადაც განუმარტა, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად ჯერ გადაღებული მასალის წაშლას სთხოვდნენ, ბოლოს კი ტელეფონი გასტაცეს. რამიშვილის თქმით, მედიასაშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მაშინვე დაუკავშირდა, ოფიციალურად განაცხადა 112-შიც.

ნინო რამიშვილმა იმავე დღეს, 3 დეკემბერს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე დარახველიძესაც მიაწოდა და ბრიფინგზე ჰკითხა: „თქვენი თანამშრომლების მიერ გატაცებული ტელეფონი არის ამ შენობაში, ჟურნალისტებზე დევნა არის თქვენი მიზანი? და რატომ არ მიბრუნებთ ტელეფონს?”

დარახველიძემ თქვა, რომ მისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. „ჩვენ ყველაფერს  გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ თქვენი ტელეფონი და დაგიბრუნოთ“, – უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტს.

„ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს, იმ მოწყობილობის წართმევა, რომლითაც იღებ ვიდეოს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო, უშუალოდ ვინც წამართვა, მათი მხარის დანაშაულის დაფარვის მცდელობაც იმიტომ, რომ მე ვიღებდი, თუ როგორ სცემდა სპეცრაზმელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს“, – ამბობს ნინო რამიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

რამიშვილის შეფასებით, ის რომ მინისტრის მოადგილემ ამ კონკრეტული ამბის ცოდნა თავად დაადასტურა და ტელეფონს მაინც არ უბრუნებენ, კიდევ უფრო დიდი დანაშაულია.

„მით უმეტეს, მე მაქვს მტკიცებულება, რომ ჩემი ტელეფონი, მას შემდეგ რაც წამართვეს, მეორე დილიდან შსს-ს შენობაშია…როდესაც გაიგო პასუხისმგებელმა უწყებამ, რომ წამართვეს ტელეფონი, წაიღო და დაიტოვა თავისთან. ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის განხორციელებული ზეწოლაა“.

7 დეკემბერს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული და ნიღბიანი უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს. ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გატაცებული იყო სამაუწყებლო აპარატურაც.

„ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, გატაცებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ვიდეოკამერა, რონინი (ვიდეო სტაბილიზატორი), ვიდეოკამერის სათადარიგო ობიექტივი და მიკროფონი თავისი მიმღებით.

„ჰქონდათ მცდელობა, გაეტაცებინათ პირდაპირი ჩართვის მოწყობილობაც, ეს ჩანს კადრებშიც, რომ გლეჯდნენ ზურგჩანთას, რომელშიც ეს გადამცემი იყო, უბრალოდ ვერ მოახერხეს“.

ნოდარ მელაძის თქმით, აქციების დარბევისას დაზიანდა ტელეკომპანიის სხვა აპარატურაც, რომელთა ნაწილიც აღდგენას არ ექვემდებარება.

„მედიაჩეკერის“ კითხვის საპასუხოდ, დაუკავშირდა თუ არა წართმეულ ტექნიკასთან დაკავშირებით ტელეკომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მელაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი, ქეთევან კოვზიაშვილი თვე-ნახევარია „ტვ პირველთან“ ბოიკოტის რეჟიმშია.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ამ უწყებიდან ოფიციალური დოკუმენტი, გვაინტერესებს, რას ეფუძნება ბოიკოტის რეჟიმში, რომ გადადის საჯარო უწყება, ამას სამართლებრივი საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. წერილებზეც კი არ გვპასუხობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან სულ რომ აფეთქება მოხდეს და შსს-ში დავრეკოთ, 112-ის გარდა, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, ყველანაირ შესაძლებლობას მოკლებული ვართ, მათთან რაიმე ინფორმაცია დავაზუსტოთ“.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ჯანო ჭკადუას განცხადებით, ჟურნალისტებს კამერებსა და ტელეფონებს დაკავების გარეშე ართმევენ და შემდეგ ეს ნივთები იკარგება. იურისტი მომხდარ შემთხვევებს ძარცვად აფასებს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ძარცვის მუხლის დამატებაც მოითხოვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ნივთების ჩამორთმევის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული შემთხვევების დროს, ადგილი ჰქონდა ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, როგორიცაა ძარცვა. ვინაიდან ყველა შემთხვევაში გადასაღები აპარატები, ტელეფონები ძალის გამოყენებით  წაართვეს…ყველა ჟურნალისტი, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში  გამოიკითხა, განმარტავს, რომ ეს ნივთები ძალისმიერი მეთოდით წაართვეს“.

„მედიაჩეკერი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურებსაც. მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზეც.

წყარო: mediachecker.ge

ნოდარ მელაძე
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

09:47; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026

ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს _ საპროტესტო აქციას მედიკოსები შეუერთდნენ

“ბარსელონას“ და “რეალის“ ფანები ერთად გააპროტესტებენ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო