https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლურჯად შეღებილი პომიდორი და ასფალტზე “ადუღებული” რძე

20:57; 25.07.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ერთი შეხედვით თვალს შეჩვეული რეალობაა, როცა ბაზარში შედის მომხმარებელი და ყიდულობს ყველაფერს, რაც მას სურს. უმეტესად, ეს სასურსათო პროდუქტს ეხება და ასეთია ოზურგეთის ბაზარიც (შპს “სოფლის ნობათი”), სადაც თითქმის ყველა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი თუ ცოცხალი შინაური ცხოველი და ფრინველი იყიდება.

ჩვენ ხშირად ვწერთ სტატიებს ფასების თაობაზე, მოულოდნელ თუ მოსალოდნელ ცვლილებებზე, რაც მომხმარებლებს ძალიან აინტერესებთ და ასე ვთქვათ, მათი ბჭობის ძირითადი საგანია.

თუმცა, ამჯერად სხვა თემაზე, უფრო სწორად კურიოზულ მომენტებზეც შევჩერდებით, რაც ერთი შეხედვით თითქოს “შეუმჩნეველია”, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, რომ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

ახლახან ოზურგეთის ბაზრის შესასვლელთან ყუთებით დალაგებულ პომიდორს საეჭვოდ ლურჯი ფერი ჰქონდა.

სოფელში მცხოვრებმა (და არა მარტო) მეურნემ კარგად იცის, რომ პომიდორს შაბიამნის შესხურება სჭირდება. ეს არის კირის და შაბიამნის წყალხსნარი, რომლის გარეშე ამ მცენარის არსებობა ნაკლებად წარმოსადგენია.

როგორც წესი, ჩვენთან, გურიაში, პომიდორი მწიფობას, ძირითადად, ივლისის ბოლოს იწყებს და აგვისტოში უკვე კარგად შემოდის.

ახლახან კი ასეთი სურათი ვნახეთ _ ბაზრის შესასვლელთან განთავსებული იყო პომიდვრით სავსე ყუთები, რომელსაც საეჭვო, ფერმკრთალი ლურჯი წერტილები მხოლოდ ზემოდან ჰქონდა. მოშორებით ერთ-ერთ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში იგივე პომიდორი, ოღონდ გაფერადებელი იყიდებოდა. იქ ფასი 2.50 ლარი იყო, აქ კი ერთ კილოგრამს 4 ლარს აფასებდნენ.

ეჭვი რახან გაგვიჩნდა, იქვე მდგარ ქალბატონს კითხვა დავუსვით:

_ ქალბატონო, ამ პომიდორს თქვენ ყიდით? ასეთი საეჭვო ლურჯი წინწკლები რატომ აქვს?

_ მერე შენ რა გაწუხებს, რამ შეგაწუხა? _ შემოგვედავა ქალბატონი და მოულოდნელად სადღაც მიიმალა.

გამყიდვლის გარეშე დარჩენილი პომიდვრიანი ყუთების სიახლოვეს სხვა ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, რომ “ბატონი სადღაც გავიდა და მალე დაბრუნდებაო”.

რა თქმა უნდა, ამაოდ ველოდეთ…

ერთი შეხედვით ამ “შეუმჩნეველი” ფაქტის მიღმა აშკარად ჩანს თაღლითობა _ მოვაჭრე შედარებით იაფად შემოტანილ პომიდორს, ლურჯ სითხეს ასხურებს და თითქმის გაორმაგებულ ფასს ადებს, როგორც ადგილობრივ ბაღჩა-ბოსტნებში მოკრეფილს(?!)

საღებავი პომიდორს სწრაფად მოშორდა თითის გადასმითაც კი, თან მას ყუნწის სიახლოვეს არსად ლურჯი ფერი არ ეტყობოდა. ზოგადად კი, ნაყოფი ღეროზე თავდაყირა აბია და შეწამვლისას სითხე ყუნწთან მეტად ესხურება, შესაბამისად, ფერი იქ უფრო მეტადაა გამოკვეთილი.

_ კი მიკვირდა, ამ დროს, თან ასეთი პომიდორი აქ ჯერ კიდევ არაა შემოსული. თან გარეგნული ფორმა აქაურ ვარდისფერ პომიდორს სხვანაირი აქვს. ყველაზე ადრე ნასაკირალიდან შემოაქვთ ხოლმე. აგვისტოს დასაწყისში… ამას აფერისტობა არ ჰქვია? _ კითხვა-პასუხით ჩაერთო ჩვენთან საუბარში ბაზრიდან გამოსული მომხმარებელი ლიანა შავიშვილი და გვითხრა, რომ ამის შესახებ მის ახლო-მახლო ყველას ეტყოდა, რომ არ მოტყუებულიყვნენ.

შპს “სოფლის ნობათის” დირექტორი, სოსო სიხარულიძე დაგვეთანხმა, რომ მსგავსი რამ მასაც შეუმჩნევია, თან გასულ წელსაც.

საკითხავია, ეს ლურჯი ფერის სითხე, რაც დასხურებულია პომიდორზე, ნამდვილად შაბიამანია? ასე თუ არის, მოწამვლის საფრთხე ნაკლები იქნება, თუმცა, ვინ იცის, რა საღებავია გამოყენებული?!

ოზურგეთის ბაზარში მუდამ იყიდება რძე და რძის ნაწარმი, რომელსაც, ძირითადად, სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები ყიდიან. უმეტესობა მათგანის შრომასა და სისუფთავეში ეჭვს ვერც შეიტან. თუმცა, ზაფხულის მზის ქვეშ, ასფალტზე პლასტმასის ბოთლით დადგმული რძის გაყიდვა, რომელიც ხანდახან ლამის ადუღების პირასაა მისული, შეიძლება?

_ შვილებს გეფიცები, ჩემი ძროხების რძეა. სამი სული მყავს. რა ვქნა, ვყიდი. ქატო ისეა გაძვირებული, ძლივს ავუდივარ მათ კვებას, _ საწყალობლად შემოგვეპასუხა ერთი ქალბატონი.

როცა ვუთხარით, რომ ჩვენ მის საკუთრებაზე კი არ ვედავებოდით, არამედ ამ ფორმით რძის გაყიდვაზე მივუთითეთ, კვლავ კითხვები დაგვისვა:

_ აბა რით გავყიდო? რაში ჩავასხა? რა ვქნა, მითხარით… _ კვლავ შეშინებული ხმით გვკითხა.

“გურია ნიუსი” სეს-ის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა:

_ დღეს მე სწორედ ამ ბაზარში ვიყავი (საუბარია 19 ივლისზე. ავტ). ასეთი ფაქტები თავად ვნახე და მკაცრადაც მივუთითე. ეს პირველად არ გამიკეთებია. რთული ვითარებაა. ზოგადად, პირველად ტარაში უნდა ჩაისხას რძე, სათანადო დახუფვის წესით. მეორად ტარაში ჩასხმა არაფრით არ შეიძლება და ეს არაერთხელ განვუმარტეთ მათ, თუმცა, ბევრი კვლავ თავისას აგრძელებს. გარდა ამისა, რძე ისე არ უნდა გაიყიდოს, თუ პირუტყვი ბრუცელოზზე გამოკვლეული არაა, _ გვითხრა მან.

კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს სოფლის მცხოვრებმა, რომელიც არც ინდმეწარმეა და არც რომელიმე მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, უბრალოდ, აქვს შინამეურნეობა და ამით სურს ოჯახის რჩენა, ერქომაიშვილმა გვიპასუხა:

_ ოჯახური წარმოების კანონში არის მუხლი, რომელიც სწორედ ოჯახურ წარმოებას არეგულირებს. სუბიექტს შეუძლია გაყიდოს კვერცხი, რძე თუ თაფლი. ჰყავდეს 30 სკამდე ფუტკარი, წელიწადში სამასი ფრთა ქათამი, ხუთი სული პირუტყვი… მათ მიმართ სახელმწიფოს ისედაც გამარტივებული აქვს მიდგომა და როგორმე თავად უნდა დაიცვან წესები, რომელიც არც ისე რთულია.

_ ქალბატონო მანანა, მათ დაჟინებით მკითხეს, აბა, რძე რაში ჩავასხათო. სიმართლე გითხრათ, ვერც მე ვუპასუხე დაზუსტებით…

_ პირველადი ტარა რომ მოიპოვონ, ადვილად შესაძლებელია. ასევე, უნდა მოიპოვონ, შეიძინონ სპეციალური აპარატი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ბოთლში რძის ჩასხმის შემდეგ მისი მოხუფვა. აუცილებელია ვარგისიანობის ვადის დაცვა… _ გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა.

მან გვითხრა ისიც, რომ ეს ყველაფერი არაერთხელ აუხსნა სოფლის პროდუქტით, რძის ნაწარმით მოვაჭრე ადამიანებს.

გასაგებია, რომ ქალბატონი მანანა სიმართლეს ამბობს, თუმცა, როცა შედეგი არ ჩანს, არის თუ არა საჭირო, მიდგომა და წესები გამკაცრდეს? დღეს, როცა გარემო, კლიმატი, ჰაერი შეცვლილია, როცა დიდია დაბინძურების საფრთხე ყველა მიმართულებით, ხომ შეიძლება მოულოდნელად სავალალო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ?!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

სოსო სიხარულიძე
გაზიარება16Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25 თებერვალი, 2026

"საშინელება ხდება" - დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

"დაშავებულები ხობელები არიან... ავტომობილი ეზოსთან დაეჯახა დედა-შვილს…"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო