სამტრედიაში 8 აგვისტოს გმირთა უკვე ტრადიციად ქცეული მემორიალი ჩატარდა ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 14 გუნდი.
ფინალური შეხვედრები 12 აგვისტოს გაიმართა.
გამარჯვება წილად ხვდა ფალიაშვილის გუნდს, მეორე ადგილზე ჭავჭავაძის ქუჩის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე _ სოფელ ბაშის გუნდი.
გუნდებს სამტრედიის მერიის მიერ დაწესებული თასი, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცა. დასახელდა ტურნირის ბომბარდირი, მიხეილ ბანძავა და საუკეთესო ფეხბურთელი, ბექა გოგელია ფალიაშვილის გუნდიდან. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
ავტორი





































































