საღამოს 6-7 საათის შემდეგ ჭამა, მავნეა. ღამით მირთმევა ზრდის ინსულინის და სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების რისკს, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფიგურასა და ჯანმრთელობაზე.
ყავა არა მხოლოდ გმატებთ ენერგიას და გაიძულებთ ღამით უფრო დიდხანს იფხიზლოთ, არამედ გიღვიძებთ მადას, რადგან არაფერი გაქვთ ამ დროს გასაკეთებელი. ყავა ასევე შეიცავს ქლოროგენის მჟავას, რომელიც ზოგიერთი კვლევის მიხედვით, გეხმარებათ წონის მომატებაში. უმჯობესია დალიოთ მწვანე ჩაი ან მცენარეული სასმელები.
7-8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად ისახება ფაქტობრივად ყველაფერზე. საკმარისი ძილის გარეშე, თავს დუნედ და უენერგიოდ გრძნობთ. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ორგანიზმის მეტაბოლიზმი ნელდება და ჩვენ ვაგროვებთ არასაჭირო კილოგრამებს.
საღამოს ვგრძნობთ დაღლილობას სამსახურიდან მოსვლის შემდეგ და, როგორც წესი, სახლში ან სავარძელზე ვეშვებით, ან საოჯახო საქმეებს ვაკეთებთ. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, სულ მცირე დატვირთვაა, მაგრამ არასაკმარისი. სამუშაოს შემდეგ წესად აქციეთ, რომ მეტროში არ ჩახვიდეთ ან მანქანაში არ ჩაჯდეთ, არამედ რამდენიმე კვარტალი გაისეირნეთ ფეხით. ამავდროულად, გათავისუფლდით სტრესისგან, რადგან სტრესისა და ჭარბი ადრენალინისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება, სწორედ რომ ფიზიკური დატვირთვაა.
ადამიანების უმეტესობა სანამ დაიძინებს, კითხულობს სოციალურ ქსელებში ან უყურებს ფოტოებს სმარტფონის ან ლეპტოპის გამოყენებით. ეს მოწყობილობები არ ქმნიან სათანადო სიბნელეს ჩვენი სხეულისთვის, ასხივებენ ლურჯ შუქს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ღამით სიბნელე, რათა გამოვიმუშაოთ მელატონინი, ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ყოველდღიურ რითმებზე. ცისფერი შუქი ხელს უშლის მის საჭირო რაოდენობით წარმოქმნას. მელატონინის ნაკლებობა ასევე ანელებს ჩვენს მეტაბოლიზმს. ჯობია წიგნი წაიკითხოთ ღამით და დაიძინოთ. აუდიოწიგნები ასევე სასარგებლოა.
დილით აუცილებლად გვჭირდება მზის შუქი, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. თუ ბოლო წუთამდე გძინავთ, შემდეგ კი გარბიხართ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფაქტობრივად ვერ ხედავთ მზის შუქს. ასე რომ, გაიღვიძეთ მინიმუმ ნახევარი საათით ადრე და წადით არა სირბილით, არამედ ფეხით, ჩამოდით ტრანსპორტიდან ან დატოვეთ მანქანა ცოტა მოშორებით.
კაშკაშა, თბილ ფერებში საწოლების არჩევით ხელს ვუშლით საკუთარ თავს დაძინებაში და ფაქტი მადასაც კი გვიღვიძებს. უმჯობესია საწოლი და მისი თეთრეული გადაწყვიტოთ ლურჯ ან მწვანე ტონებში – ისინი ამშვიდებენ.

































































