“მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს _ ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიის გადამწყვეტ როლს შეთანხმების მიღწევაში და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე”, _ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



































































