“…რაც კი უბედურება ხდება ქვეყანაში, ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული, გარედან წახალისებული, გარედან დაფინანსებული”, _ თქვა კახა კალაძემ ტვ იმედის ეთერში.
“საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, მათი ტრენინგი, მათი წახალისება, სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი კულტურის, წარსულის, ტრადიციების, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ეს ყველაფერი ფინანსდება გარედან და მიზანმიმართულად. ისეთ მდგომარეობაში არიან, ძეგლებსაც კი ებრძვიან…” _ თქვა კახა კალაძემ TV იმედის ეთერში.


































































