https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქარტია: სოლიდარობა ჟურნალისტებს, ვინც იბრძვის პროფესიისთვის, ღირსებისთვის და ევროპული საქართველოსთვის

12:01; 3.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

“3 მაისს – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს საქართველოში, ვინც ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, თავისი პროფესიის ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მოსაზრებებზე წვდომა შეუნარჩუნოს. 

მედიის უფლებადამცველი და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ერთხმად მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. ვითარება საქართველოში ყველა საკვანძო ინდიკატორის მიხედვით უკიდურესად საგანგაშოა და მსოფლიოს ყველაზე არადემოკრატიული რეჟიმების მონაცემებს ედრება. 

ჟურნალისტობა დღეს საქართველოში სახიფათო პროფესიაა. მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გამრავალფეროვნდა და ყველა ის სტრატეგია და ტაქტიკა მოიცვა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მედიის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი რეჟიმები იყენებენ.

ხელისუფლებამ ჟურნალისტების წინააღმდეგ აწარმოა სიძულვილის ენით გაჯერებული  დეზინფორმაციული კამპანია. სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წახალისებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუზიანეს კერძო საკუთრება და ოფისები. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დღემდე ისმის უსამართლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ჟურნალისტების მიმართ. 

ძალოვანმა სტრუქტურებმა მწვანე შუქი აუნთეს ფიზიკურ ძალადობას – პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს თავს ესხმიან ამ სტრუქტურების წარმომადგენლები და, სავარაუდოდ, მათთან კოორდინაციაში მყოფი პირები. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები ხდებიან მაშინ, როცა საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების უფლებების დარღვევას ადოკუმენტირებენ. რიგ შემთხვევებში თავდამსხმელებმა ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს, რომ ჟურნალისტებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება, ნაწილი თავს ცუდად  გრძნობდა თვეების შემდეგაც კი. პროევროპული გამოსვლების დროს ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. 

ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს დევნიან მათი პროფესიის გამო. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ცალკეული იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოძიებული არ არის. დაუსჯელობის სინდრომი ძალადობრივ ჯგუფებს ახალ-ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. 

დღემდე საპატიმროშია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. მისთვის წარდგენილი ბრალი უსამართლო და დაუსაბუთებელია, მაღალი თანამდებობის პირები კი სიცრუის გავრცელებით ცდილობენ ჟურნალისტის დისკრედიტაციას. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ უსწორდება, რათა გაკვეთილი მისცეს ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაბედავს.

საკანონმდებლო ცვლილებებმა უკიდურესად შეზღუდა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ცვლილებების ნაწილი მედიას უშუალოდ ეხება. 

ჟურნალისტები თავისუფლად ვეღარ მუშაობენ ველზე. მათ აპატიმრებენ და აჯარიმებენ ხან „ხელოვნურად გზის გადაკეტვის“ და ხან ტროტუარზე დგომით გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნის გამო. ამგვარი ქმედების განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტებს სისხლის სამართლის წესით დევნა და ერთ წლამდე პატიმრობა ელით. მართალია, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნაწილი საბოლოოდ შეწყდა, მათ გამო ჟურნალისტებს მაინც დიდი ემოციური ზიანი მიადგა. ჟურნალისტებმა დაკარგეს დრო სასამართლო დარბაზებში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მათ მუშაობაში ხელი შეეშალათ.   

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონების შედეგად, მედიას აღარ აქვს წვდომა დასავლურ ფინანსებზე, რაც მათ დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მაუწყებლებს მაღალი ფინანსური სანქციები და ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვა ელით.  

საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი ჟურნალისტების სტიგმატიზაციას ემსახურება. ხელისუფლება ძირითადი უფლებების შესაზღუდად დადგენილ დრაკონულ ჯარიმებსა და არაადეკვატურ სასჯელს იყენებს მათი პოტენციურად მსუსხავი ეფექტის გამო. 

საქმე იქამდეც მივიდა, რომ არაერთი ჟურნალისტი ფეისბუქ პოსტების გამო დაჯარიმდა. 

რეპრესიული კანონებით გამოწვეული კრიზისის ფონზე დაიხურა რამდენიმე რეგიონული მედიასაშუალება.  

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია, რომელიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ძლიერი პარტიული კავშირებით და მაღალი ლოიალობით მმართველი გუნდის მიმართ, მთავარ ცენზორად ჩამოყალიბდა. მან მიიღო მანდატი შინაარსობრივ საკითხებში არბიტრის როლის შესასრულებლად და ახლა ის ამოწმებს, რამდენად იცავენ მაუწყებლები სიზუსტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. კომისიის ორმაგი სტანდარტები და სიმკაცრე კრიტიკული მედიის მიმართ კანონმდებელთა ჩანაფიქრის მიმართ კითხვებს არ ტოვებს. ეს ყოველივე კი ასუსტებს მედიის თვითრეგულირებას, რომელიც საუკეთესო ინსტრუმენტია თვითრეფლექსიისთვის და სექტორის გასაჯანსაღებლად. 

საზოგადობრივი მაუწყებელი, რომელსაც მოქალაქეები მილიონობით ლარით საკუთარი შემოსავლებიდან აფინანსებენ, სხვა ინსტიტუციათა მსგავსად, მიტაცებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განდევნეს კრიტიკულად განწყობილი არაერთი მედია პროფესიონალი.     

ჟურნალისტებს არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე და საჯარო სივრცეებზე, ხშირად კი მათ სხვადასხვა საბაბით არ უშვებენ პარლამენტში, სასამართლოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.  

„ქართული ოცნება“ რეპრესიებს მიმართავს იმ უცხოელი ჟურნალისტების მიმართაც, ვინც ქართველი ჟურნალისტების მხარდამხარ მუშაობს, რათა აღწეროს საქართველოში მიმდინარე პროცესები, მსოფლიოს დაანახოს ის სირთულეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები აწყდებიან ევროპული არჩევანის დასაცავად ბრძოლისას. საქართველოში უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მათი ნაწილი ქვეყანის დატოვების შემდეგ უკან აღარ შემოუშვეს, ხოლო  ზოგიერთს ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. 

რეპრესიების და ურესურსობის მიუხედავად, ქართული ჟურნალისტიკა ცოცხალია, დინამიური, ვითარდება და ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ჟურნალისტებს სრულად აქვთ გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ ეს კონკრეტული ისტორიული მომენტი აკისრებს. სამაგალითოა მათი პროფესიული გამბედაობა და პიროვნული სიმამაცე იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია, სასამართლოს ჩათვლით, მიტაცებულია, როცა ვერავინ აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიებს. შეუძლებელია, ეს თავგანწირული მცდელობა უკვალოდ დაიკარგოს. გვწამს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მიერ „ქართული ოცნების“ ხელში მიღებული საშინელი გამოცდილება ისტორიის ნაწილი გახდება და იქცევა გაფრთხილებად მომავალი თაობებისათვის. 

მანამდე კი, ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას, და სამართლიან, ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჟურნალისტებისთვის”,_ აცხადებს ქარტია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10 სექტემბერი, 2026

"არ ვიცი ლისის ტბას რა დაემართა, მაგრამ სანაპიროზე იმდენი მკვდარი თევზია, საშიშად გამოიყურება აქაურობა"

გზა დროებით იკეტება: სად დაწესდება შეზღუდვები 3 მაისიდან და როგორ უნდა იმოძრაოთ თბილისის მიმართულებით

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო