თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.
“შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.
დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე”,_ ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.