დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანეთში იმყოფებიან და სწავლობენ იმ ჯავშანტექნიკის გამოყენებას, რომლითაც მისი ქვეყანა უკრაინას ამარაგებს.
“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამჟამად ვწვრთნით უკრაინელებს პოლონეთში საზენიტო თავდაცვის სისტემის გამოყენებაში და დიდ ბრიტანეთში ჯავშანტექნიკის გამოყენებაში”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან ერთად მოგზაურობდნენ ინდოეთში ვიზიტის დროს.
ჯონსონის პრესმდივანმა თქვა, რომ რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა წვრთნაზე.
სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას აწვდიან ახალი ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც ისინი შესაძლოა, მანამდე არ იყენებდნენ.
BBC წერს, რომ ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშან საპატრულო მანქანას აწვდის, მათ შორის მასტიფი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სადაზვერვო ან საპატრულო მანქანად. ჯარისკაცებს, ასევე აჩვენებენ, თუ როგორ გამოიყენონ სამარიელთა სასწრაფო, სულთანი და სამსონის ჯავშანტექნიკა.
,,გონივრულია, რომ მათ, გაიარონ საჭირო ტრენინგი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ტექნიკა. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებთ ყველაფერს, რაც აღიქმება ესკალაციურად, მაგრამ აშკარად ესკალაციურია პუტინის რეჟიმის ქმედებები.“ – თქვა სპიკერმა.
ავტორი