დღეს, ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის პოლიციის შენობის წინ, დედების მარში გაიმართა.
აქციაზე იმყოფებოდა დათა ხარაიშვილის დედა, ნანა მჟავანაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ვერ ვეწინააღმდეგობოდი და ვერ ვეუბნებოდი ჩემს შვილს _ ვიცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ მართალი ბრძოლის მეშინია და უნდა დარჩენილიყო სახლში სხვების შვილების ხარჯზე“.
როგორც ცნობილია, დათა ხარაიშვილი თბილისში გამართულ აქციაზე სპეცრაზმმა სცემა. ის ამ წუთებში მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის.
ავტორი