https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიპლომატი ქალი “მარშრუტკით”: “დანაზოგი რომ გამიჩნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მანქანა მჭირდებოდა”

14:10; 7.10.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

35 წლის, პროფესიით დიპლომატი ნინო ჭანიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოხვაურში ცხოვრობს. მიუხედავად ასეთი პრესტიჟული პროფესიისა, მან საქმიანობის აბსოლუტურად განსხვავებული სფერო აირჩია.

„პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიას ვსწავლობდი. ახლა ეს ძალიან ტრენდულია, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნაკლებად იყო, სტუდენტი რომ სწავლის პარალელურად მუშაობდა. ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ გამოცდილებისთვის, დღეში ოთხი საათი მაღაზიაში ვმუშაობდი და მინიმალური ანაზღაურება მქონდა. მიმუშავია “საქართველოს ბანკშიც” „პრომოუტერად“, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში.

ბანკში მუშაობის პერიოდში, შემცირებაში მოვყევი და 6 თვე უმუშევარი ვიყავი, ტყუილად ხომ არ ვიქნები-მეთქი და გადავწყვიტე, მართვის მოწმობა ამეღო. პარალელურად, სოფლის მეურნეობაში ვიყავი ჩართული _ ძალიან კარგი ბოსტანი მქონდა, თხილი გავაშენე, ფიზიკურად ვმუშაობდი, “დრუჟბით” შეშას ვჭრიდი… მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს.

როცა მართვის მოწმობა ავიღე, არც მიფიქრია, რომ მომავალში ვინმეს მეც მოვამზადებდი. მერე დეიდაჩემმაც გადაწყვიტა მართვის მოწმობის აღება და ერთ-ერთ ავტოსკოლას მიებარა. თუმცა ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ვერაფერს ვიგებ, რამე მიშველეო. დავსხედით და ვამეცადინე, თითოეულ საკითხს დეტალურად ვუხსნიდი, ყველაფერი გაიგო და მითხრა, იცი, რას გეტყვი, ყველაფერს თავი დაანებე და ამ საქმეს მიჰყავი ხელი, ძალიან კარგად გამოგდისო.

ჩემს მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, მოდი, ერთ-ორ ჯგუფს მოვამზადებ, მოვსინჯავ, რა გამომივა-მეთქი. კარგად მოვამზადე ეს ბავშვები და წარმატებით ჩააბარეს.

იმ პერიოდში, საცხოვრებლად ბათუმში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ამის გამო, გადავწყვიტე, სამი თვით ოზურგეთში დავრჩენილიყავი, მემუშავა და მერე წავსულიყავი.

ამ სამ თვეში ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი, ჩემი მოსწავლე იყო, თბილისიდან იყო ჩამოსული და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ, ორივე ოზურგეთში დავრჩით.

ამ ამბებს რომ ვიწყებდი, მანქანა არ მყავდა. მამაჩემს, რომელსაც ორი “მარშრუტკა” ჰყავდა ამ დროს, ვუთხარი, ჯერ მე მანქანას ვერ ვიყიდი და მოდი, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას ავიღებ და “მარშრუტკით” ვივლი-მეთქი.

მამაჩემმა მლანძღა, შენ ხომ ქალი არ ხარო, მაგრამ საბოლოოდ, ავიღე მართვის მოწმობაც და ოზურგეთში ყველამ გამიცნო, როგორც “ქალი მარშრუტკით” _ ასე დავდიოდი ჩემი “მარშრუტკით” აბსოლუტურად ყველგან, სადაც გამიხარდებოდა.

ერთხელ ქორწილში მივდიოდი, ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავი რომ უნდა ჩამესხა, მივედი გამოპრანჭული _ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით და ოპერატორმა დამცინავად მითხრა, არ მითხრა ახლა, დაბადების დღეზე მივდივარო. ქორწილში მივდივარ, ვირითაც რომ ვიყო, ტრანსპორტია და რაც მყავს, იმით დავდივარ-მეთქი, ვუთხარი.

ასეთი შემთხვევაც მქონდა _ ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს, ქობულეთში წავიდეთ და ვიქეიფოთო. მაშინ მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვა დიდი პრობლემა არ იყო, მაგრამ ლოგიკურია, მე ჩემი პასუხისმგებლობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი მოსწავლე ჩემი ტოლი და ჩემზე უფროსიც იყო. ვუთხარი, ახლა თქვენ იქ დალევთ, მერე საჭესთან დაჯდება ვინმე და მოდი, წაგიყვანთ ჩემი “მარშრუტკით” და მეც თქვენთან ერთად წამოვალ-მეთქი.

გაუხარდათ და წავედით. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, ხან ერთი ჩემი მოსწავლე წამოხტებოდა, ნინო მასწავლებელს გაუმარჯოსო, ხან _ მეორე. ერთი _ მელოტი, ერთი _ პატარა, ერთი _ ასაკოვანი… ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რის მასწავლებელი ვიყავი. უკან რომ უნდა წამოვსულიყავით, ჩემი “მარშრუტკა” არ დაიქოქა, მივედი, ავწიე კაპოტი, გავაკეთე და დავქოქე. ხალხი იყო გამოფენილი და აგაშენმა ღმერთმა, ახლა მივხვდით, რისი მასწავლებელი ხარო.

ავტოსკოლა

რაღაც დანაზოგი რომ გამიჩნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მანქანა მჭირდებოდა. ვიფიქრე, მანქანა რომ ვიყიდო, ხარჯი ხომ მომემატება, საწვავი სჭირდება, ზეთი, ნაწილები… მოდი, ვიყიდი და თან სასწავლოდაც ვამუშავებ, თუ მოგებას არ დატოვებს, იმდენს მაინც ხომ შეძლებს, ჩემი ფინანსები რომ არ დავახარჯო-მეთქი.

ვიყიდე მანქანა და დავიწყეთ უკვე პრაქტიკული მომზადებაც. ამის მერე, გადავწყვიტე, ავტოსკოლის ლიცენზია გამეკეთებინა, უკვე შევძლებდი, ყველა კატეგორიაში გამეცა ავტოსკოლის მოწმობები. 2011 წელს დავარეგისტრირე შპს და დღემდე ამ საქმეში ვარ.

ნელ-ნელა დაიწყო განვითარება. მოედანი ვიქირავე, როგორიც საგამოცდო მოედანია, ისე გავაკეთე. თუმცა, ვერ ვაკეთებდი შესაბამის საფარს, რადგან ამ საფარის გაკეთება მინიმუმ, 20-25 ათასი ლარი ჯდება და ამას სხვის ტერიტორიაზე ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, დავიწყე ზრუნვა იმაზე, შემეძინა მიწა და ჩემი მოედანი მქონოდა. სესხის დახმარებით, ვიყიდე მიწა. ასე შევიძინე შემდეგ მეორე ავტომობილი, მესამე. 2016 წელს, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების დარგის ლიდერი გავხდი _ მესამე ადგილი მოვიპოვე ოქროს ნომინაციაში, 2018-სა და 2019 წელს პირველი ადგილი ავიღე. ესეც მიზრდის მოტივაციას. მეუბნებიან კიდეც, შენნაირი ენთუზიაზმით ოზურგეთში არავინ ცხოვრობსო. მე არ მგონია, რომ რამე მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ, ყველგან შეგიძლია, რაღაც გააკეთო.

ამ პროცესებში ვიყავი, როცა ჩემი სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა, სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია შემოვიდა, ქალები შევკრიბე და ერთი თავი ქალი უნდათ, ვინც უხელმძღვანელებსო. მივედი და დამხვდა ფონდი “ტასო”.

იმ დღესვე შექმენით ქალთა ჯგუფი _ “ქალთა ერთობა”, რომლის ლიდერადაც ამირჩიეს. ეს არის თვითდახმარების ჯგუფი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და შემდეგ გრანტიც მოვიპოვეთ, რომლის დამხარებითაც, სოფელში პატარა ბიბლიოთეკა გავაკეთეთ, ინვენტარი შევიძინეთ, ოთახი მოვაწყვეთ.

იქ რომ ვისაუბრეთ, იმ დღესვე მითხრეს, რომ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციას” საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული. ავტოსკოლისთვის ტექნიკა მჭირდებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე უნდა დამხმარებოდა, არასდროს მქონია ამის პრეტენზია, ყოველთვის თვითონ ვფიქრობდი, საიდან მომეძიებინა თანხა საკუთარი ძალებით.

მოკლედ, გადავდგი ეს ნაბიჯი. დიდი გრანტი არ იყო _ სენსორული მონიტორები, ორი პლანშეტი, ნოუთბუქი და პროექტორი უნდა შემეძინა. სანამ შემარჩევდნენ, ფონდმა “ტასომ” ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დამიფინანსა სწავლა. “ფერმერთა ასოციაციაში” გასაუბრებაც გავიარე და იქ ისეთ ემოციებში ჩავვარდი, ტირილიც კი დავიწყე, მართლა არ წარმომედგინა, რომ ვინმე დაინახავდა, სადღაც ამ პატარა ოზურგეთში, მე რომ რაღაცას ვაკეთებდი.

ისე დაემთხვა, რომ ნეგატიური დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. დავფინანსდი და შევიძინე ტექნიკა, რომელიც მართლა მჭირდებოდა. ასევე, დამიფინანსეს ბრენდინგი და ვებ-გვერდის დიზაინის შესწავლა _ მალე საკუთარი ლოგო და ვებ-გვერდიც მექნება.

რაც შეეხება ამ ბიზნესს, არის შემთხვევები, როცა ათ დღეში, ერთ კვირაში აზეპირებინებენ მართვის მოწმობის საკითხებს და ბოლოს, კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ.

ერთხელ, სამინისტროში ვიყავი შეხვედრაზე და ავტოსკოლების ყველა წარმომადგენელი იმას ამბობდა, კანონი როგორ უნდა მოერგოს თავის ბიზნესს. ბოლოს, ავდექი და ვთქვი, რომ მე ყველაზე პატარა რაიონიდან ვარ და შეიძლება, სახელმწიფომ ისეთი რეგულაცია შეიმუშაოს, ჩემთვის ავტოსკოლა რომ მომგებიანი აღარ იყოს, მაგრამ მთავარია, მივიღოთ მეტი სიცოცხლე, მეტი ჯანმრთელი ადამიანი და არა _ დასახიჩრებული. ესაა ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ვაქციო და იმაზე არ ვიფიქრო, რა დაემართება ადამიანს, როდესაც ჩემგან წავა.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთ კვირაში და ათ დღეში დაზეპირება ურჩევნიათ, ნება რომ მისცე, ალბათ, 99% მართვის მოწმობას იყიდის და ამას ბავშვები კი არა, ზრდასრული ადამიანები გააკეთებენ. ავტოსკოლებში თუ არ მოწესრიგდა სიტუაცია და ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, მცოდნე ახალი თაობა ვერ წამოვა. მძღოლის პროფესია ურთულესია და ჩემი აზრით, ასე უგულოდ არ უნდა ვიქცეოდეთ.

რადგან ავტოსაქმეში ვარ, მანქანის ყველა დეტალი ვიცი. მანქანა ისე არ რემონტდება, მე არ ვიცოდე, რა და რატომ გაფუჭდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში _ ყველა “ავტონაწილებს” ვიცნობ.

ცოტა ხნის წინ, ავტოსერვისის გაკეთება გადავწყვიტე. ოზურგეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, ვულკანიზაცია იქნება თუ ავტოსამრეცხაო, “ქალის ადგილს” დიდად ვერ პოულობ _ არ არის დასაჯდომი და ტრასაზე დგომა გიწევს. მე მაგის არც მრცხვენია, მაგრამ რა სასიამოვნოა, მანქანა როცა ირეცხება, ტრასაზე იდგე?! მინდა, იქვე პატარა კაფე გავაკეთო, სადაც საბავშვო კუთხეც იქნება, დედებმაც რომ ისარგებლონ. ესაა ჩემი სამომავლო გეგმა.

ის სტერეოტიპი, რომ ქალი ყველაფერს ვერ გააკეთებს, თავიდანვე დამსხვრეული მქონდა. ვერ წარმომიდგენია, თუკი მე მჭირდება, რატომ არ უნდა ვიტაქსაო, თუ გამიჭირდა და სამსახური არ მაქვს, რატომ არ უნდა ვიმუშაო ტრაქტორზე – ტრაქტორის მართვის უფლებაც მაქვს, სხვათაშორის. როცა მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით, მაშინ ვუთხარი, მე ჩემს შვილებს არასდროს მოვაშიებ-მეთქი და მაქვს მაგის იმედიო, ჩაილიპარაკა. დღემდე ვეხუმრები ამაზე. შეუძლებელი არაფერია, ზუსტად ვიცი.”

წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

ვინ არიან მაჟორიტარი კანდიდატები გურიაში

„რადიო იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო