მესამე დღეა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების 24-საათიანი პროტესტი გრძელდება.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოფო ქარცივაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შშმ პირთა უფლებები სისტემურად ირღვევა, იგნორირდება და ხშირად საერთოდ არ ითვლება პრიორიტეტად.

„დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას — მედიკამენტის, რომელიც მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო-თან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. საქმე ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიუშენის სინდრომის მკურნალობის პროტოკოლიც კი არ არსებობს. სამინისტრო არ აფინანსებს არც კლინიკურ კვლევებს და არც აუცილებელ ანალიზებს ამ ბავშვებისთვის, რადგან ეს დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. შედეგად, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო,” – გვითხრა სოფო ქარცივაძემ.
მისივე თქმით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციას და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
„ამიტომ მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს: უზრუნველყავით ამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსება! ეს არ არის ფუფუნება — ეს არის სიცოცხლისთვის ბრძოლა. ჩვენი პოლიტიკური ძალის, გახარია საქართგელოსთვის საპარლამენტო გუნდის წევრმა ქ.ბ-მ ჯერ კიდევ გასულ წელს, 3 დეკემბერს, შშმ საერთაშორისო დღეს გამართა ბრიფინგი და მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვების სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახადოს. მე, როგორც შშმ პირის დედა, სოლიდარობას ვუცხადებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფი-ით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფო ქარცივაძემ.































































