ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 14 თანამშრომლის გათავისუფლებაზე განგაშის სიგნალი ჩართო.
SJP გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ: „გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა ან კონტრაქტების დარღვევისთვის, მათთან შეთანხმებით, შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. მაუწყებლის დამოუკიდებლობის დაცვა“.
განგაშის სიგნალს, რომელშიც ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეები აისახება, ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციები გამოსცემენ.
წყარო: მედიაჩეკერი































































