ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი სტიქიურ ზონად გამოცხადდა. მათ შორის არის ხემაღალი. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწაზე ნაპრალი შენიშნა, რომელიც თანდათან იზრდებოდა. სპეციალისტებმა ორივე სოფელი სტიქიურ ზონად გამოაცხადა.
ლეღვას და ხემაღალის შეშინებული მოსახლეობა იძულებულია, საცხოვრებელი სახლები დატოვოს. სოციალურ ქსელში დროდადრო გამოჩნდა პოსტები, სადაც ის გულისტკივილია ასახული, რასაც ადამიანები თავიანთი სოფლის ასეთ სიტუაციაში ჩავარდნის გამო აღმოჩნდნენ. წარმოშობით ხემაღალელი, ამჟამად თბილისში მცხოვრები ანა მაჭავარიანი წერს:
,,ეს ჩემი ტკივილია, ჩემი ხემაღალი, ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებების სოფელი. თითოეული კენჭი, ქვა მიყვარს ჩემი სოფლის,სადაც ტკბილი და უდარდელი ბავშვობა გავატარე. ცრემლები მომდის,გული სკდება,რომ ვერაფერს ვერ ვშველი. დიდი იმედი მაქვს, ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. მინდა, გავიღვიძო და ის სიზმარში დარჩეს.”
ავტორი