“მეექვსე დღეა გურიაში ვარ. რას ვხედავ და ვამჩნევ ამ მცირე დროის განმავლობაში:
ლანჩხუთის ცენტრში, სადაც ქსელური მაღაზიების და აფთიაქების საკმაოდ დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, ხალხმრავლობაა.
წინა წლებთან შედარებით, ქუჩის ძაღლები შემცირებულია. არ ვიცი რა უქნეს, თავშესაფარში გადაიყვანეს თუ უბრალოდ აიღეს და დახოცეს ადრე ჯოგად დაყვებოდნენ უკან გამვლელებს მშივრები და გაუბედურებულები, ახლა აშკარად სხვა სურათია. არიან, მაგრამ აქა იქ, სუპერმარკეტებთან და სწრაფი კვების ობიექტებთან
რაღაც ახალი შენობები კი აუშენებიათ, უსისტემოდ და ქაოტურად, ბევრი დაკეტილია ან ქირავდება.
რამოდენიმე ახალი ავტობუსი შევნიშნე, ლანჩხუთს და მიმდებარე სოფლებს რომ აკავშირებს.
ქუჩაში, პირდაპირ ტროტუარებზე იყიდება ყველაფერი-საკვები, ტანსაცმელი, მცენარეები და ნერგები… ძველებურად.
მანქანებიც და ქვეითებიც მოძრაობენ ქაოტურად, არსად ჩანს ზებრა გადასასვლელის ზოლები, შუქნიშნები. ბევრმა მითხრა, რომ მხოლოდ ჯარიმები გაიზარდა, საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს.
ქალაქის ცენტრალური პარკი გაუახლებიათ, მაგრამ ძირითადად დაბეტონებულია. რაღაც შენობებიც შენდება პირდაპირ პარკში. შენდება ასევე უზარმაზარი ეკლესია.
ახლა ხალხს, ადამიანებს რაც შეეხება. მიდი-მოდიან, ვაჭრობენ, სკოლაში ან სკოლიდან მიყავთ ბავშვები , მართავენ მანქანებს, ელოდებიან ავტობუსებს, დგანან პენსიის რიგში თუ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველა, თითქმის უმეტესობა არის დარდიანი, დაღვრემილი, მოწყენილი. ეს ისე აშკარაა, შეუძლებელია არ შეამჩნიო.
და ამის გამო, რაღაცნაირად, გულშეკუმშული დავდივარ ქუჩაშისამშობლოში ყოფნას რაღაც ფარული სევდა ახლავს”,_ წერს სოციალურ ქსელში ლალი იმედაშვილი.


































































