ცოტა ხნის წინ, გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს.
ყველაზე წარმატებული ტოპმენეჯერების, კრეატიული დირექტორებისა და კინოვარსკვლავების სიის სათავეში სტუდია Disney-ის გენერალური დირექტორი რობერტ აიგერი აღმოჩნდა.
მეორე ადგილზე Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი და კონტენტ-ოფიცერი ტედ სარანდოსი მოხვდნენ.
მესამე ადგილი ტელეკომუნიკაციური გიგანტის Comcast Corp-ის აღმასრულებელ დირექტორს ბრაიან რობერტს და NBCUniversal-ის აღმასრულებელ დირექტორს სტივ ბურკს ერგოთ.
ჰოლივუდის მსახიობებიდან სიაში რის უიზერსპუნი (37-ე ადგილი), ლეონარდო დიკაპრიო (47), ბრედ პიტი (54), სკარლეტ იოჰანსონი (65), უილ სმიტი (81), ჯენიფერ ლოპესი (92) და მარგო რობი (99) მოხვდნენ.