სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთ წოდებული, ,,მილიარდ დოლარიან პაკეტის“ სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა“ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ჯონ ტეფტმა ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ბაიდენი იყო ერთ-ერთი პირველი სენატორი, რომელიც საქართველოში ომის დროს ჩამოვიდა.
,,ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში ომის დროს ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთ წოდებული, ,,მილიარდ დოლარიანი პაკეტის: სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ ომის შემდეგ ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად“, – განაცხადა ჯონ ტეფტმა ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი საქართველოში, მისი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ბლინკელნ თან ერთად საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა, პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს და შემდეგ 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში.
მაშინ, ბაიდენმა თავის ემოციურ სიტყვაში თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საწინააღმდეგო რჩევების მიუხედავად, ის საქართველოში ჩამოვიდა.
,,მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს დაპირებას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“- განაცხადა მაშინ ბაიდენმა.
ბაიდენი, თბილისში მაშინ ჩამოვიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. ობამას ად,მინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობის ,,გადატვირთვას“ ცდილობდა, რაც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში დაიწყო. ამ ნაბიჯმა მაშინ, როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში შეშფოთება გამოიწვია. მაშინ ბლინკენის რეკომენდაციით, ბაიდენმა საკუთარ სიტყვაში ამ წუხილზეც ისაუბრა.
,,მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც, თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ – არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია“, – განაცხადა მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.