რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
პოლიტსაბჭოს წევრების თქმით, სხვა კანდიდატზე მსჯელობაც არ ყოფილა.
კახი კალაძეს ოფიციალურად დღეს, 20 საათზე პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
ღონისძიება მთაწმინადზე გაიმართება, სადაც სამზადისი უკვე მიმდინარეობს.