https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კომუნიკაციების კომისია: ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა

7:12; 12.12.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“არასამთავრობო სექტორის ნაწილი მაუწყებლების მიერ ეთერში უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, უფრო მეტიც, მათი განცხადებით  გინებისა და უხამსობის რეგულირების შემთხვევაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ამასთან ისინი საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ცალსახად აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით კომუნიკაციების კომისია მიზნად ისახავს, შეასრულოს კანონი და თავისი ვალდებულება,  დაიცვას საზოგადოება უხამსობისა და გინების შემცველი გადაცემებისგან, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა,”_ ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში, ვინაიდან ქვეყანაში ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკაა, სიტყვის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარია, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება უხამსობასა და გინებას მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან მაუწყებლების მიერ ეთერში გინებისა და უხამსობის შემცველი გადაცემები თესავს აგრესიას, აღვივებს სიძულვილს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, აღრმავებს ესკალაციას განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის, ლახავს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მათ.

უფრო მეტიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია, სახელმწიფო ვერ განვითარდება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთ ლეგიტიმურ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი სწორედ მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებასთან გაავლო.

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა არის ისეთი ქმედება (მათ შორის განცხადება ან მოწოდება), რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ პირობებში, როდესაც უხამსობის გამოყენება არ არის კონტექსტით საჭირო და არანაირი ინფორმაციული ღირებულება არ გააჩნია, მისი გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის დამცირებას,  სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის, თუ სხვა) დისკრიმინაციას ემსახურებოდეს. უხამსობის მიზანი ასევე შეიძლება იყოს განსხვავებული აზრის ადამიანებში შიშის დათესვა, ან მათ მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვისგან თავშეკავება, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ პირიქით ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და ახდენს საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების სტიგმატიზაციას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას. ამ თვალსაზრისით უხამსობა წარმოადგენს არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, არამედ მისი შეზღუდვის ინსტრუმენტს.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები,  რათა არ დაირღვეს  კანონი და ადამიანის ძირითადი  უფლებები, კერძოდ,  არ მოხდეს საზოგადოებაში აგრესიის, სიძულვილისა და დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია არასამთავრობოების ბრალდება, თითქოსდა კომუნიკაციების კომისია ითავსებს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციას და უხამსობის შემცველ გადაცემებზე რეაგირებით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მკაფიოდ არის გამიჯნული თვითრეგულირებისა და რეგულირების ფუნქციები. რეგულირების საჭიროება კი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც თვითრეგულირების ორგანოები არაეფექტურად მუშაობენ, რითაც აჩენენ ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, ან აზიანებენ მნიშვნელოვან კერძო და საჯარო ინტერესებს.   უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაზე რეაგირება განეკუთვნება კომისიის მარეგულირებელ ფუნქციებს, სწორედ ისეთ შემთხვევებში როდესაც თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურია.

კომუნიკაციების კომისიის, როგორც მაუწყებლობის სფეროს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მანდატი გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონიდან. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას, განიხილოს მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის საკითხი და „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 71-ე მუხლით დააკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა.  ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იკრძალება მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ხსენებულ დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას 2009 წლამდე ზღუდავდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი და 59 პრიმა  მუხლი. აღნიშნული დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო იმ ნაწილში, „რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას” .(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ნორმები ძალადაკარგულია მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ნაწილში. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს პარლამენტს არ შემოუღია ანალოგიური შეზღუდვა მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსების საკითხის კომუნიკაციების კომისიაში განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეისათვის ამგვარი საკანონმდებლო შეზღუდვა აღარ მოქმედებს და კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ – ვალდებულებაც კი აქვს, მოახდინოს რეაგირება უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ალოგიკური იქნებოდა, სტანდარტის მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევებზე გავრცელება და იმის მტკიცება, რომ საკითხის ჯერ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ ორგანოში – კომისიაში და შემდგომ სასამართლოში განხილვა შეეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნებს.

ამასთან, კომისიას ასეთი უფლებამოსილება აქვს არა იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილებები გადის სასამართლო კონტროლს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. კომისიის 7 დეკემბრის განცხადებაში სასამართლო კონტროლზე მითითება იყო იმ კონტექსტში, რომ სასამართლო კონტროლის გათვალისწინებით კომისიაზეც თანაბრად ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ძირითადი უფლებების დამრღვევი უხამსობის ეთერში განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში ასევე არასწორი კონტექსტით არის გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ”. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება არა მაუწყებლების მიერ ეთერში გადაცემულ პროგრამებს, არამედ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი მასალის განთავსებას. მაუწყებლობის ნაწილში გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. რაც შეეხება უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებაზე სამართლებრივ რეაგირებას იგი არა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების თაობაზე კანონმდებლობის შემოღებაა, არამედ – მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის აღსრულება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით კომისიის ექსკლუზიური კომპეტენციაა”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

კორონავირუსის ახალი ფაქტები ჩოხატაურში

გურიაში კორონავირუსის ახალი ფაქტები დაფიქსირდა

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო