https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მდინარაძის წასვლა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

19:59; 2.09.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მმართველ პარტიაში მორიგი მსხვილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებია _ ვიცე–პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

10-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის შეჯამებისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს წლები მისთვის შრომისა და სამშობლოს ერთგულების პერიოდი იყო. მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” გუნდსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოსტის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და უარყო ეჭვები შიდა დაპირისპირებასა თუ კორუფციულ სქემებზე:

“ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული. ამ დღეებში მოისმენთ დაახლოებით 100-მდე ვერსიას, მაგრამ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. წუხელ პრემიერ–მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით _ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში. მადლიერი ვარ ამის და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ მოვსინჯავ ძალებს, უკეთესი იქნება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე _ სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი. შეუცვლელი არავინ არის“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სცადეს მდინარაძისთვის აზრი შეეცვლევინებინათ, თუმცა, ამაოდ:

“ათი წლის განმავლობაში ის უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. გვქონდა შეხვედრა,  მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც გაკეთებული აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის“, _ ირაკლი კობახიძე.

მდინარაძის წასვლას უწყებრივი გადაწყობა მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.

პაპუაშვილის განმარტებით, ძალოვანთა კოორდინაციისა და რეგიონული მიმართულებით პოსტების შექმნა მდინარაძის პირად პოლიტიკურ წონასა და გამოცდილებაზე იყო მორგებული, რისი საჭიროებაც მისი წასვლის შემდეგ აღარ არსებობს.

უწყებათა ხელახალ გაერთიანებასა და მდინარაძის ფაქტორს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანიც:

“გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება _ ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული… გარკვეულწილად მივესალმები [სამინისტროების გაერთიანებას], რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ეფექტიანობა ამ კუთხით ნამდვილად არ გაზრდილა, ამიტომ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ეს სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება“, — განაცხადა წილოსანმა.

დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქტიურად გამოეხმაურნენ.

პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაძე მიიჩნევს, რომ პროცესი ხელისუფლების ჩამოშლის ნიშანია:

“რაც დღეს “ქართულ ოცნებაში” ხდება, ხელისუფლების ჩამოშლის ბოლო სტადიის ერთ–ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია. როდესაც მმართველი გუნდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა პოლიტიკიდან მიდის და გადაწყვეტილებას პრემიერ–მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან წინასწარ განიხილავს, ეს უკვე უბრალოდ პირადი გადაწყვეტილების ამბავი აღარ არის.

ეს არის სისტემის შიდა რღვევის, ძალაუფლების ცენტრში დაგროვილი პრობლემებისა და პოლიტიკური რესურსის ამოწურვის სიმპტომი. ოლიგარქიულ მმართველობაში, სადაც გადაწყვეტილებების მთავარი ცენტრი ივანიშვილია, ერთი ფიგურის წასვლა აჩენს კითხვას _ რამდენად მყარად დგას მთლიანად ხელისუფლების ვერტიკალი.

ეს ის ეტაპია, როდესაც გარედან სისტემა ჯერ კიდევ მყარად ჩანს, მაგრამ შიგნით უკვე იწყება ნაპრალები და პოლიტიკური გუნდის დაშლის ნიშნები. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არის, ვინ შეცვლის მამუკა მდინარაძეს. მთავარი კითხვაა _ ვინ იქნება შემდეგი და რამდენ ხანს შეძლებს ეს სისტემა არსებული ფორმით შენარჩუნებას“.

“ძლიერი საქართველო – ლელოს” ლანჩხუთელი ლიდერი, გოჩა ჯანაშია კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ივანიშვილს ეკუთვნის და სამინისტროების გაერთიანებით რეალურად არაფერი შეიცვლება:

“რა თქმა უნდა, ჩვენს სახელმწიფო სისტემაში რომ სტრუქტურები გაბერილია, ამას ლაპარაკი არც უნდა. ნორმალურ ქვეყანაში შესაძლოა ჩვეულებრივი მოვლენაც კი იყოს, თუმცა, ჩვენთან ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს _ პროექტები და თანხები ისევ წამოვა, მართვაც ისე გაგრძელდება, როგორც ეს რუსული ტიპის მმართველობის ქვეყანას შეეფერება.

რაც შეეხება მდინარაძის წასვლას, რეალურად, ხდება ისეთი რამ, რაც ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა. სწორედ ეს ადამიანი წყვეტს, ვინ ავა პოლიტიკურ სცენაზე და ვინ დატოვებს მას. შესაძლოა, მდინარაძემ ისეთი შეცდომა დაუშვა, რასაც ივანიშვილი ვერ იტანს და უბრალოდ უთხრა, რომ უნდა წასულიყო.

ახლა უამრავი ვერსია ჩნდება, თუ რას შეეწირა მისი კარიერა. ჩემთვის შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთი წოდებები მიიღო, თავისი ნებით წავიდოდა. როდესაც ის პირველად “ჩამოაჩოჩეს“, უკვე ცნობილი იყო, რომ წინ დაღმასვლა ელოდა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება, თუ რა შემხებლობა აქვს მას კორუფციულ სქემებთან, თუ კორუფციული დავალების მცდელობებთან  და რა დავალება ვერ შეასრულა“.

მმართველი გუნდის შიდა პროცესებსა და შესაძლო შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, გიგა ფარულავაც.

“მამუკა მდინარაძე თავის თავს არ ეკუთვნოდა. ისევე როგორც არსაიდან მოსულა, დღეს არსაით გაუშვეს კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით. თავის დროზე ეს პოზიციები სწორედ მდინარაძისთვის შეიქმნა და რაკი ის წავიდა, შენარჩუნების საჭიროებაც აღარ არის“.

ხოლო “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა უწყებათა გადაწყობას შემდეგნაირად აფასებს:

“ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ “ოცნება” სამთავრობო კაბინეტებს არა ხალხის საჭიროების, არამედ პირადი კეთილდღეობის მიხედვით ანაწილებს. შეიქმნა კაბინეტი კონკრეტული პირისთვის, ახლა აღარ არის მდინარაძე და აღარც სამინისტრო იქნება. ეს რეჟიმი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს“.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი გადაცემაში “ფორმულას დღე” ამბობს, რომ მდინარაძე პოლიტიკიდან დიდი ხანია წასულია, გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებით კი უბრალოდ ფორმალურად  გაფორმდა მისი წასვლის საკითხი:

“მდინარაძე დიდი ხანია წასული პოლიტიკიდან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოიყვანეს. ასე ნაწილ –ნაწილ მისი ჩამოქვეითება კი იმიტომ მოხდა, რომ ძირითადი სამიზნე კობახიძეა“, _ ამბობს ხუხაშვილი.

დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ გადაადგილებებსა და მამუკა მდინარაძის წასვლას ადგილობრივი მოსახლეობაც გამოეხმაურა. გურიის მცხოვრებთა მოსაზრებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ორად იყოფა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ 10 წელი პოლიტიკაში ყოფნა მცირე დრო არ არის და თუ დაიღალა და დასვენება სურს, ეს მისი უფლებაა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ მდინარაძის წასვლით არც არაფერი შეიცვლება და მთავარია, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოგვარდეს.

ინფორმაციისთვის, მდინარაძე “ოცნების” ხელისუფლებაში 10 წელია სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის თავდაპირველად საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო.

მამუკა მდინარაძე “ოცნების” სიიდან არჩეულ იქნა სამი მოწვევის პარლამენტში. კერძოდ: 2016-2020 და 2020-2024 წლებში იყო “ოცნების” დეპუტატი, ასევე იკავებდა სხვადასხვა დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას. მდინარაძე მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იყო 2024 წლიდან 2025 წლის სექტემბრამდე.

2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე კი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში მან მიიღო რამდენიმე წოდება, კერძოდ:

2025 წლის 3 სექტემბერს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა; 23 ოქტომბერს _ უფროსი ლეიტენანტის წოდება; 25 დეკემბერს _ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება; 26 დეკემბერს _ სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის; 2026 წლის 9 მარტს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა; 8 აპრილს _ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება; 2026 წლის 20 აპრილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება.

2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე წელს შექმნილ სტრუქტურას სამართალდამცავ უწყებათა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს” ედგა სათავეში. მის ფუნქციებს სუს-ს; შსს-სა და პროკურატურას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. თუმცა, აქედან დაახლოებით სამ თვეში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახური არსებობას აღარ გააგრძელებდა, მდინარაძე კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.

29 ივლისვე გახდა ცნობილი, რომ მდინარაძე ერთი თვით რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა, ხოლო სექტემბრიდან ახალი უწყების _ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

მამუკა მდინარაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს

20:05; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი…

13:45; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ “ჟურნალისტებს”, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

11:04; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20 სექტემბერი, 2026

მობილური თითქმის ყველას აქვს, კომპიუტერი — მხოლოდ 37%-ს: ტექნოლოგიების გამოყენება გურიაში

„მან არ დაინდო 62 წლის ქალი და 60 ჭრილობა მიაყენა სხეულზე"

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო