,,ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გაუმჯობესა“, – ასე გამოეხმაურა, ნატოში გერმანიის მისია, ალიანსის საგარეო საქმესთან მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.
,,ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას“, _ აღნიშნულია ნატოში გერმანიის მისიის განცხადებაში.