დღევანდელ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის დამტკიცება მოხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თაზო ჩავლეშვილმა საკრებულოს წევრებს ოთხი პროექტი გააცნო, რომელიც წელს დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.
თაზო ჩავლეშვილის თქმით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაიწყება ქ.ოზურგეთში ერისთავის ქუჩის რეაბილიტაცია (795 146 ლარი), ქ.ოზურგეთის სახოკიას ქუჩის რეაბილიტაცია (881 875 ლარი), ქ.ოზურგეთის 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია (592 013 ლარი) და ქ.ოზურგეთის პეტრიწისა და ნინო რამიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია (478 033 ლარი).
მთლიან ჯამში ოთხი პროექტის შესრულებისთვის გამოყოფილია 2 747 067 ლარი.

































































