კავკასიის მედიცინის ცენტრი იუწყება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა- არასტაბილური“, – ამბობენ კლინიკაში.































































