„პარიზში გუშინ ნამდვილი ქართული ზეიმი იყო. დავიწყოთ იქედან, რომ 51 ქართველი მხატვარი ბავშვი, მოსწავლე და ახალგაზრდა საკუთარი ნამუშევრით წარსდგა გამოფენაზე და საოცარი სიმაღლე გვიჩვენეს. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრისთვის ეს უკვე მეორე გამოფენა იყო საფრანგეთის დედაქალაქში“, – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
მისივე თქმით, გამოფენის გახსნას, ქართველი ელჩი საფრანგეთში, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, მეუღლესთან ერთად, დაესწრო.
_ასევე გვსტუმრობდა ახალი დესპანი, ქალბატონი ეკატერინე კოკაია, რომელიც ამ დრომდე ბრიტანეთში იყო ჩენი კონსული. გამოფენაზე მოვიდნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც ყველაზე მეტად გაგვახარეს. ეს იყო უმაგრესი დღე, ნამდვილი ქართული ხელოვნების ზეიმი პარიზში, რომლის ორგანიზატორები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელები; ნათა პატარიძე და ხათუნა სოფრომაძე გახლდათ, _ წერს ლიკლიკაძე.
ავტორი