გუშინ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სკოლის დირექტორების შეხვედრა გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
“ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათ გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯებიც გადავდგით. მიღებულია მთავრობის დადგენილებები, ჩატარებულია ექსპერტიზები და განხორციელებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ავიღოთ პასუხისმგებლობა და პროცესები რაც შეიძლება სწრაფად წარვმართოთ. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თქვენი ნდობა უნდა დავიმსახუროთ” – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღეს კი ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ წილოსანმა ფეისბუქზე გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: „2026 წლის ბოლოს დაიწყება ჩვენი სკოლის მშენებლობა“.
წლებია ამ მშენებლობის დაწყებას ელოდებიან აღნიშნული სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მშობლები.
„გურია ნიუსი“ ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი გაარკვიოს.
































































